რა სიზმრებს ნახულობენ ადამიანები სიკვდილის მოახლოების წინ

0
8344

აშშ-ში ჰოსპიტალური და პალიატიური ცენტრის თანამშრომლები 10 წლის განმავლობაში იკვლევდნენ მომაკვდავი ადამიანების სიზმრებს. კვლევაში 1400-მდე პაციენტი მონაწილეობდა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

კვლევის შედეგებით გაირკვა, რომ მომაკვდავი პაციენტების 80% სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე განსაკუთრებით რეალისტურ და მკვეთრ სიზმრებს ხედავს. კვლევის ავტორის დოქტორ კრისტოფერ კერის თქმით, სიზმრები მოგზაურობისა და ჩემოდანში ნივთების ჩალაგების შესახებ შესაძლოა სიკვდილს მოასწავებდეს.

კვლევაში მონაწილეები გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ამბობდნენ, რომ სიზმარში უკვე გარდაცვლილი ახლობელი ან საყვარელი ადამიანი ნახეს.

კერძოდ, ყველაზე ხშირად, სიზმრების 72% გარდაცვლილ ახლობელს შეეხებოდა, 59% „წასასვლელად ემზადებოდა“, სიზმრების 29%-ის შემთხვევში ნახულობდნენ ცოცხალ ახლობლებს. კვლევით გაირკვა, რომ ერთმანეთს განსაკუთრებით მომაკვდავი ბავშვების სიზმრები ჰგავდა – ისინი შინაურ ცხოველებს ხედავდნენ. 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here