ნახეთ გალაქტიკის ყველაზე დიდი და დეტალური ფოტო

0
216

გამოქვეყნებული ფოტოს ორიგინალური გაფართოება 20 791 X 19 201-ს პიქსელს შეადგენს, ხოლო მისი „წონა“ ერთ გიგაბაიტს (1 გიგაბაიტი უდრის 1 000 000 000 ბაიტს) აღწევს.

ფოტოებს, რომლებისგანაც არის „აწყობილი“ Nasa-ს მიერ გამოქვეყნებული სურათი, ტელესკოპი Hubble 16 წლის განმავლობაში იღებდა.
სპეციალისტებმა დაახლოებით 7,5 ათასი ფოტო გამოიყენეს.

სულ გამოსახულებაზე 265 ათასი გალაქტიკის დანახვაა შესაძლებელი, რომელთაგან ზოგი 13 მლრდ წელზე მეტი ხნის წინ ჩამოყალიბდა, ანუ დიდი აფეთქებიდან „სულ რაღაც“ 500 მლნ წლის შემდეგ.


ტელესკოპი Hubble 1990 წლის 24 აპრილს გაუშვეს კოსმოსში და ამ ხნის განმავლობაში ის არაერთხელ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში მისი წყალობით გაკეთებული აღმოჩენების გამო.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here