ნიკოლოზ ბასილაშვილმა სერბი ჩოგბურთელი ორ სეტში დაამარცხა

0
143

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგით მე-18 ნომერი) რომში მიმდინარე „მასტერსის“ სერიის ტურნირის მესამე წრეში გავიდა.

Internazionali BNL d’Italia-ს მეორე რაუნდში ბასილაშვილმა, რომელიც რომში მე-14 ნომრად გამოდიოდა, სერბ ლასლო დიერეს (32) ორ სეტში მოუგო – 7:5, 6:4. მატჩი თითქმის საათნახევარს გაგრძელდა.

ჩოგბურთელებს შორის პირადი შეხვედრების ანგარიში დიერეს სასარგებლოდ 2:1 გახდა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 64 ათასი ევრო გამოიმუშავა. დიდი ალბათობით, АТР-ს განახლებულ რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი რამდენიმე პოზიციით დაწინაურდება.

რომის „მასტერსის“ მეოთხედფინალში ბასილაშვილი ჟერემი შარდი (საფრანგეთი) – რაფაელ ნადალის (ესპანეთი) წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ესპანელი რომის ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია.

Internazionali BNL d’Italia 19 მაისამდე გასტანს, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 5 მილიონ 207 ათას ევროს შეადგენს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here