ბასილაშვილმა ლიონის ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

0
203

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-18 АТР-ს რეიტინგში) АТР-250-ის სერიის ლიონის ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

ბასილაშვილი, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრით გამოდის, ბრძოლაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ორ სეტში ფრანგ ტრისტან ლამაზინს (270) მოუგო – 7:5, 7:5.

მესამე რაუნდში გასვლის წყალობით ქართველმა სპორტსმენმა 45 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 15,5 ათასი ევრო გამოიმუშავა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი კიდევ ერთ ფრანგს – ჟო-ვილფრედ ცონგას (85) შეხვდება, რომელმაც კანადელ სტივენ დიეზს სამ პარტიაში ადვილად მოუგო.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here