ალპინისტები ევერესტზე საცობში მოჰყვნენ

0
364

ევერესტის მწვერვალზე მიმავალ გზაზე ადამიანების ცოცხალი რიგი წარმოიქმნა, რის გამოც ორი ალპინისტი დაიღუპა.

CNN-ის ცნობით, ალპინისტი ანჯალი კულკარნი მწვერვალიდან ჩამოსვლისას, უკანა გზაზე დაიღუპა. მთამსვლელები, რომლებიც სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყენებენ, ამბობენ, რომ საცობში დაახლოებით 320 ადამიანი იდგა.

გავრცელებული ცნობით, ევერესტზე ხალხმრავლობა კარგმა ამინდმა გამოიწვია და მწვერვალზე ასვლა ბევრმა ალპინისტმა გადაწყვიტა.

მედიის ცნობით, ამჟამად ყველა მთამსვლელი, რომელიც საცობში მოჰყვა, სამშვიდობოს გავიდა.

View image on Twitter

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here