საუკეთესო მეგობრები – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

0
1660

 ასტროლოგები თვლიან, რომ მეგობრობა ყველაზე უკეთესად სამი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს შეუძლია. იგულისხმება ნდობა, ერთგულება, გატანა და დაფასება. მოდით, თვალი გადავავლოთ საუკეთესო სამეულს და იმ შემთხვევაში თუ ქვემოთ მოყვანილ სტატისტიკას არ ეთანხებით, გახსოვდეთ – ნიშნის ატიპურ წარმომადგენლთან გქონიათ საქმე.

ლომი – ლომის ზოდიაქო გულუხვობითა და დიდსულოვნებით გამოირჩევა. ლომები გამორჩევით ამაყი და თავმოყვარე ხალხია. მათ უმრავლესობას არ უყვარს ინტრიგები, ჭორები და ზურგს უკან ვინმესთვის მახის დაგება. ლომები აღმერთებენ სხვების დახმარებას და მფარველობას. მათთვის სასიცოცხლო სტიმულის მომაცემია ის ფაქტი, რომ მეგობარი მადლიერებას გამოხატავს მისი თანადგომის გამო, ეს ყველაფერი ლომს საკუთარი თავის რწმენას ერთი-ორად უმაღლებს. ამ ადამიანებმა არაჩვეულებრივი მეგობრობა და საშიში მტრობა იციან. ამიტომ თუკი მეგობრის სტატუსით მას რაიმე ტიპის ინტრიგნობა მოუწყეთ, გწამდეთ, მისი სახით საშიში მოწინააღმდეგე შეიძინეთ და თქვენი ურთიერთობა აღარასოდეს აღსდგება.

მშვილდოსანი – ეს ხალხი შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფაქტობრივად მეგობრებისთვის ცოცხლობს. მშვილდოსნები ოპტიმიზმის, ხალისისა და იუმორის აურას ასხივებენ ყველგან. რა გასაკვირია, რომ მათკენ ადამიანები ყოველთვის მიილტვიან, – პოზიტიური ინდივიდის გვერდით ყოფნა ხომ ყველას უნდა. ამიტომაც არის, რომ მშვილდოსნებს უამრავი მეგობარი და ნაცნობი ჰყავთ საზოგადოების სხვადასხვა წრეში. ისინი სიამოვნებით და დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან ნებისმიერ სიტუაციაში, როცა მათ მეგობარს რაიმე გასაჭირი ადგას. ამასთან ერთად, ამ დროს შესაძლოა საკუთარი ინტერესებიც კი დააზარალონ. როცა მეგობარს სჭირდება მშვილდოსანი არასოდეს დაიხევს უკან. იგი იშვიათი სიალალით და პირდაპირობით გამოირჩევა. შესაბამისად, იშვიათად პირფერობს მეგობრებთან და ყოველთვის ცდილობს (თუმც კი ზოგჯერ ძალიან მწარედ) სიმართლე და რეალური სიტუაცია დაანახვოს ახლობელ ადამიანს.

მორიელი – მეგობრების შერჩევის საკითხს ეს ადამიანი უზომოდ დიდი სიფრთხილითა და მონდომებით ეკიდება. ამიტომ თუ კარგად არ “დატესტა” ერთგულებაზე ისეთს, არც მისი და მისი ახლობლების სიახლოვეს არასოდეს გააჭაჭანებს. მორიელი იშვიათი მესაკუთრეა, ამიტომ მეგობრებსაც ისე აღიქვამს როგორც საკუთრებას. მას არ მოეწონება თუკი მეგობარი ცოტა დროს დაუთმობს ან ზერელედ მოეკიდება მის პრობლემებს. სამაგიეროდ, იმავე სიტუაციაში თავად მაქსიმუმს გაიღებს თქვენთვის. მორიელები არასოდეს ივიწყებენ არაფერს. ამიტომ ჩადენილ სიკეთეს და ბოროტებას, ზუსტი ექვივალენტური ოდენობით უბრუნებენ უკან ადრესატს. შესაბამისად, სასურველია, თუნდაც მეგობრის სტატუსით მასთან არაფერი შეგეშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მორიელის ნეგატიურ მხარეს აუცილებლად დაინახავთ… და მერწმუნეთ, ეს სრულებით არ მოგეწონებათ!

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here