საინტერესო ფაქტები “შპარგალკის” შესახებ

0
255

,,შპარგალკა’’, მართალია, აკრძალული საგანია, მაგრამ გამოცდების წინ საკმაოდ პოპულარულია სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს შორის.
არავის შეუძლია თქვას – როდის გამოჩნდა პირველი ,,შპარგალკა’’ და არც რაიმე შეთანხმებული მოსაზრება არსებობს რას ნიშნავს ეს სიტყვა.
,,შპარგალკით’’ ჯერ კიდევ მე–8 საუკუნის ბოლოს სარგებლობდა საფრანგეთის მმართველი – კარლოს დიდი . საქმე იმაშია, რომ მან არ იცოდა წერა–კითხვა. მისთვის  დამზადებული იყო სპეციალური ხელმოწერის ნიმუში და ბრძანების დასამოწმებლად ის ,,შპარგალკიდან’’ თავისი საკუთარი სახელის და ტიტულის ასლს აკეთებდა .


2004 წელს გერმანიაში ქალაქ ნიურბერგში ჩატარდა უჩვეულო გამოფენა. სტუმრებს შეეძლოთ ენახათ უზარმაზარი კოლექცია ,,შპარგალკების’’, რომლებსაც 40 წელი აგროვებდა მათემატიკის ლექტორი გიუნტერ ხესენაუერი. თავისი გასაოცარი კოლექციის შესავსებად ხესენაუერი არა მარტო ართმევდა სტუდენტებს ,,შპარგალკას’’ არამედ გამოცდის შემდეგ არ რცხვენოდა და ნაგვის ყუთებშიც კი იქექებოდა რომელიმე სხვა ექსპონატის აღმოსაჩენად.
როგორც ცნობილია, ალბერტ აინშტაინი სკოლაში არც ისე სახარბიელოდ სწავლობდა. ცნობილი ფიზიკოსიც კი სარგებლობდა გამრავლების ტაბულის ,,შპარგალკით’’. ერთხელ მან ვერ გაიხსენა ,,п’’–ის მნიშვნელობა და გამოიყენა ,,შპარგალკა’’. როცა ის შეამჩნიეს მან უპასუხა: რატომ უნდა გვქონდეს ყველაფერი თავში, როცა არსებობს ინფორმაციული ჩანაწერი.
არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინგლისელებმა ,,შპარგალკის’’ საშუალებით შეძლეს დაემარცხებინათ კოლუმბიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 2018 წელს. როცა საქმე პენალებზე მიდგა, ინგლისის ნაკრების მეკარეს ჯორდან პიკფოლდს წყლის ბოთლთან ერთად გადასცეს წერილი, სადაც ეწერა თუ კარის რომელ კუთხეებში ურტყამდნენ კოლუმბიელი ფეხბურთელები უფრო ხშირად. ძნელია თქვა ,რომ ყველა ინფორმაცია  სასარგებლო გამოდგა, მაგრამ ინგლისმა პენალების სერიაში მოიგო.

ინგა მარიამიძე

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here