დღეს ევროკავშირის 21 ქვეყანაში ევროპარლამენტის არჩევნები იმართება

0
181

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს ევროკავშირის 21 ქვეყანაში იმართება. 26 მაისი დასკვნითი დღეა. დეპუტატებს აირჩევენ საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. საკმაოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესი გერმანიასა და საფრანგეთში, რადგან ამ ქვეყნებს ევროპარლამენტში ყველაზე მეტი 96 და 74 მანდატი აქვთ.

ევროპარლამენტის არჩევნები უკვე შედგა ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩეხეთში, ლატვიაში, მალტაში, ირლანდიასა და სლოვაკეთში. სულ ევროპის მოქალაქეები 751 დეპუტატს აირჩევენ, რომლებიც ევროპარლამენტში 2024 წლამდე იმუშავებენ.

ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერისა და ევროკომისიის დანარჩენი წევრების მანდატს ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ამავე დღეს დაასრულებს საქმიანობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი. უფლებამოსილება უკვე შეუწყდა ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანისაც. ისინი ხელახალ კენჭისყრაში არ მონაწილეობენ.

არჩევნები 23 მაისს დაიწყო და დღეს დასრულდება. პირველადი შედეგები, უკვე საღამოს იქნება ცნობილი.

რად უნდა ევროკავშირს პარლამენტი?

დღეისთვის ევროკავშირი 28 დამოუკიდებელი სახელმწიფოს კავშირია. ერთიან ასამბლეაში, რომელიც ევროპარლამენტის პირველსახე იყო და 1950-იან წლებში შეიქმნა, წევრი-ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების დელეგატები შედიოდნენ. ის კავშირის პოლიტიკაზე აღმასრულებელი ხელისუფლებების გავლენის გაწონასწორებისთვის იქმნებოდა. ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა იდეა იმის შესახებ, რომ ინტეგრაციას საბოლოოდ ერთიანი ევროპული სახელმწიფოს შექმნა მოჰყვებოდა, ამიტომ პარლამენტი საერთო კენჭისყრით უნდა აერჩიათ. 1979 წელს მრავალწლიანი დისკუსიების შემდეგ საარჩევნო სისტემის შესახებ პირველი საყოველთაო არჩევნები ჩატარდა.

მაგრამ დღემდე ევროპარლამენტი საკმაოდ მნიშვნელოვნად განსხვავდება, მათ შორის ევროკავშირში შემავალი ნაციონალური სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოებისაგან. პირველ რიგში იმის გამო, რომ ევროკავშირი ნამდვილ სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა. ამიტომ პარლამენტი შეზღუდულია არამხოლოდ ხელისუფლების აღმასრულებელი და სასამართლო შტოებით, არამედ, პირველ რიგში, ნაციონალური სუვერენიტეტებით.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული ვერცერთი კანონი ვერ ამოქმედდება ევროპის კავშირის მინისტრთა საბჭოს თანხმობის გარეშე. ის კავშირის 28 წევრი-ქვეყნის თითო მინისტრს აერთიანებს, მაგრამ არა მუდმივ საწყისებზე – ის თუ კონკრეტულად ვინ მიიღებს სხდომაში მონაწილეობას დღის წესრიგის საკითხზეა დამოკიდებული. ამ ორგანოს ხშირად ჩვეულებრივი პარლამენტების ზედა პალატას ადარებენ. მაგრამ თუ მათი ვეტოს გადალახვა, როგორც წესი, შესაძლებელია, ევროკავშირის საბჭოს მიერ ჩაგდებული კანონი, აღარ მიიღება.

ნაციონალურ სახელმწიფოთა ძალაუფლების კიდევ ერთი სახასიათო მაგალითი ის, რომ ევროპარლამენტი სხდომებს ერთდროულად ორ ქალაქში – ბრიუსელსა და სტრასბურგში მართავს (სამდივნო კი ლუქსემბურგში აქვს). დროის დიდ ნაწილს დეპუტატები ბელგიის დედაქალაქში ატარებენ და ბევრად ეკონომიური იქნებოდა სწორედ ის ყოფილიყო მუდმივი რეზიდენცია, მაგრამ საფრანგეთის ხელისუფლებამ ამაზე კატეგორიული უარი თქვა, სურდა რა ხაზი გაესვა იმისთვის, რომ ევროპული ინტეგრაციის ცენტრი ისტორულად სტრასბურგი გახდა.

რა ძალაუფლება აქვს ევროპარლამენტს?

ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილში მთავრობას უმრავლესობა აყალიბებს. ევროპარლამენტის კიდევ ერთი გამორჩეული ნიშანი კი ის არის, რომ ის მთავრობას არ ქმნის და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მხოლოდ შეზღუდული გავლენა აქვს. ევროპარლამენტის დეპუტატები ირჩევენ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს – ევროპული კომისიების თავმჯდომარეს, მაგრამ ამას აკეთებენ არა თავისი ინიციატივით, არამედ კიდევ ერთი ორგანოს – ევროპული საბჭოს წინადადებით, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების და სახელმწიფოების მეთაურები შედიან. ევროკომისიის თავმჯდომარე ევროპარლამენტს თავის კომისრებს – ევროპელ მინისტრებს წარუდგენს. მათ ხმას აძლევენ არა ცალ-ცალკე, არამედ მთლიან სიას უყრიან კენჭს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here