ახალი ბრიტანული თვითმფრინავი ნახევარ მსოფლიოს ოთხას საათში შემოიფრენს

0
1552

ბრიტანეთში ექსპერიმენტული ძრავის ტესტირება იწყება, რომლის შემქმნელები გვპირდებიან რევოლუციას ერთდროულად ავიაციასა და რაკეტმშენებლობაში. SABRE–ს ძრავის მქონე თვითმფრინავი ნახევარ მსოფლიოს სულ რაღაც ოთხს საათში შემოიფრენს, რაკეტები კი სრულად გახდებიან დაბრუნებადი.

ბრიტანეთში თავად ძრავის ტესტირებისთვის ცეხი ააგეს, თუმცა მთავარი ნოუ–ჰაუს – წინასწარ გამაგრილებელ კოლორადოში გამოცდიან.

ბრიტანელები ირწმუნებიან, რომ ძრავა იმდენად უნივერსალურია, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ზეხმოვანი თვითმფრინავებისთვის, ისე რაკეტებისთვის. SABRE–ს წარმოების მხარდამჭერები არიან: სამხედრო კონცერნი BAE Systems, კომპანია Rolls-Royce, ავიაგიგანტი Boeing და ბრიტანეთის მთავრობა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here