სენსაციური სიახლე: „ცოცხალი პლასტირი“ ავადმყოფი გულის აღსადგენად

0
375

ადამიანის გულისთვის შექმნილი „ცოცხალი პლასტირი“, რომელიც მილიონობით ცოცხალ ღეროვან უჯრედს შეიცავს, დაეხმარება პაციენტს, სწრაფად გამომჯობინდეს გულის შეტევის შემდეგ, წერს BBC.

დრეკადი პლასტირი ზომით სულ 3×2 სმ-ზეა და ლაბორატორიულად იზრდება პაციენტის უჯრედების ნიმუშებისგან, მერე კი გულის ჯანმრთელ კუნთად ყალიბდება.

სიახლე ასევე გამოიმუშავებს ქიმიურ კომპონენტებს, რომლებიც აღადგენს და ანახლებს გულის უკვე მომუშავე უჯრედებს.

ლონდონის Imperial College-ს ექსპერტებმა გამოგონება მანჩესტერში გამართულ გულის დაავადებათა სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინეს და განაცხადეს, რო ბოცვერებზე ცდებმა მისი უსაფრთხოება უკვე დაადასტურა.

ბრიტანეთის კარდიოლოგთა საზოგადოების ინფორმაციით, სიახლის ადამიანებზე გამოცდა უახლოეს ორ კვირაში დაიწყება.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here