საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტარი ანგარიშით 3:0 დაამარცხა

0
507

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩში გიბრალტარი დაამარცხა. მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა.

სტუმრების კარში პირველი გოლი 30-ე წუთზე ვაკო გვილიამ გაიტანა. მეორე ტაიმის 59-ე წუთზე კი თავი გიორგი პაპუნაშვილმა გაიმოიჩინა.

შეხვედრის 76-ე წუთზე გიბრალტარის კარებში პენალტი დაინიშნა, რომელიც ვატო არველაძემ წარმატებით შეასრულა. საბოლოოდ, მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 10 ივნისს დანიის ნაკრებთან გამართავენ. მატჩს კოპენჰაგენი უმასპინძლებს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here