ბათუმში 18 წლის ბიჭი ზღვაში დაღრჩობას გადაარჩინეს

0
605

ბათუმში, ახალ ბულვარში წყალზე მაშველებმა 18 წლის ბიჭი გადაარჩინეს, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მაშველებმა ბათუმში, პლაჟზე ფეხით პატრულირებისას ზღვაში მამაკაცი შეამჩნიეს, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში 150 მეტრის სიღრმეში იყო შესული.

„მაშველმა დახმარება გამოიძახა, თავად კი დაუყოვნებლიც შეცურა მოქალაქის დასახმარებლად. დამხმარე ძალის ჩართვა საჭირო აღარ გახდა. მაშველმა ანრი ნემსაძემ თავად გამოიყვანა 18 წლის ბათუმელი, თემურ მიქელაძე წყლიდან”, -აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ის ახლა უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here