როგორ ამოვიცნოთ ადამიანი, კალიგრაფიის მიხედვით

0
1221

ამერიკელ ფსიქოლოგს,ჯეიმს რასკინს,  ჩამოყალიბებული აქვს საკმაოდ საინტერესო თეორია, რისი მიხედვითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გააანალიზოს თავისი (და სხვისი) ხელმოწერა და ზოგადად, კალიგრაფია. კალიგრაფიის მიხედვით განსაზღვროს ხასიათის სხვადასხვა შტრიხი..


1. ხელმოწერის ზომა:
ა) გაშლილი — გლობალურად, სისტემურად მოაზროვნე;
ბ) კომპაქტური — კონკრეტულად, ვიწროდ მოაზროვნე.

2. ხელმოწერის სიგრძე:
ა) გრძელი — გააჩნია უნარი, ჩაწვდეს პრობლემის არსს; არის დაჟინებული და მიზანდასახული; ასევე ზედმეტად კირკიტა და შემაწუხებელი;
ბ) მოკლე — უცბად იჭერს მოვლენის არსს. არ გააჩნია მონოტონური მუშაობის უნარი.

3. ხელმოწერის ტიპი:
ა) მომრგვალებული — რბილი, კეთილი, გაწონასწორებული;
ბ) კუთხოვანი — მოუთმენელი, ადვილად გაღიზიანებადი, მკვეთრი და იმპულსური, დამოუკიდებელი, პატივმოყვარე, ჯიუტი.

4. დაცილება ასოებს შორის:
ა) დიდი შუალედები — გულუხვი, მფლანგველი;
ბ) ”შემჭიდროვებული” ხელმოწერა — მომჭირნე, ძუნწი (განსაკუთრებით მაშინ, თუ ასოების ზომაც მცირეა).

5. ხელმოწერის გაჯერება სხვადასხვა ელემენტებით:
ა) წრე — დაციკლულია პრობლემებისა და იდეების გარშემო;
ბ) ”ყუნწები” — ფრთხილი, ჯიუტი;
გ) ნახატები — შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
დ) კომბინირებული ელემენტები — საკუთარი საქმიანობის ოპტიმიზირების მოთხოვნილება.

6. ხელმოწერის გადახრა:
ა) მარცხნივ — თავნება, აშკარად გამოხატული ინდივიდუალიზმი;
ბ) მარჯვნივ — გაწონასწორებული ხასიათი, გააჩნია ურთიერთგაგების უნარი;
გ) თანაბარი დახრა — თავშეკავებული, სწორხაზოვანი, ჭკვიანი;
დ) სხვადასხვა სახის დახრა — ჩაკეტილი, გულწრფელობის უნარის არმქონე;
ე) ”დაწოლილი” ასოები — სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე.

7. საბოლოო შტრიხის მიმართულება:
ა) ზევით – ოპტიმისტი;
ბ) ქვევით — პესიმიზმისკენ მიდრეკილება;
გ) ჰორიზონტალურად — გაწონასწორებული ხასიათი;

8. ხელმოწერის ”კუდის” სიგრძე:
რაც უფრო გრძელია ”კუდი”, მით უფრო შეუწყნარებელია ხელმოწერის ავტორი სხვისი აზრის მიმართ. ეს ასევე სიფრთხილისა და წინდახედულობის ნიშანია. რაც უფრო მოკლეა ”კუდი”, მით უფრო უდარდელია ადამიანი.

9. ხელმოწერის ხაზგასმა:
ა) ქვევიდან — ამპარტავნება, წყენია, დამოკიდებულია გარშემომყოფთა აზრზე;
ბ) ზევიდან — სიამაყე, ამპარტავნება;
გ) გადახაზული ხელმოწერა — თვითკრიტიკული, საკუთარი თავით უკმაყოფილო, დაეჭვებული.

10. სიმეტრიის ნიშნები:
ა) სიმეტრიული — სანდო;
ბ) ასიმეტრიული — გაუწონასწორებელი ხასიათი, ცვალებადი გუნება-განწყობილება;
გ) ნახტომისებრი — ემოციური, გაუწონასწორებელი.

11. სირთულე/სიმარტივე:
ა) მარტივი — ცხოვრობს ”უპრობლემობის” პრინციპით;
ბ) ”გადატვირთული”— ხშირად გადააქცევს ”ბუზს სპილოდ”;
გ) ორიგინალური — დიდი შემოქმედებითი პოტენციალი.

12. გარჩევადობა
რაც უფრო ადვილად გასაგებია ხელმოწერა, მით უფრო გახსნილია ადამიანი.

13. კალამზე დაწოლა:
ა) ზედმეტი – აგრესიული;
ბ) სუსტი – ფრთხილი;
გ) ძლიერი – თავდაჯერებული

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here