„ბილაინი“ საქართველოს ბაზრის შესაძლო დატოვებაზე

0
371

ამ ეტაპზე გაყიდვის წინადადება არ არსებობს“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ შპს „ვიონი საქართველოში“ (ბილაინი) განუცხადეს. მათივე ცნობით, „ბილაინი“ მუშაობასა და 1.3 მილიონამდე მომხმარებლის მომსხურებას, მის 350-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად, ჩვეულებრივ აგრძელებს.

„კომპანიამ 2018 წელი წარმატებით დაასრულა და ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარებაში 21 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. 2019 წელს კი უფრო დიდ ინვესტიციას განახორციელებს.

„ბილაინი“ დიდი ჯგუფის ნაწილია და როგორც ნებისმიერი მსგავსი ზომის ჯგუფის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა – ეს ბიზნესის წარმართვის ჩვეულებრივი ნაწილია. ამ ეტაპზე გაყიდვის წინადადება არ არსებობს და კომპანია განაგრძობს განვითარებას, რომ შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვისა და მომხმარებლებისთვის,“-აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, „პრინციპში “ბილაინს“ გადაწყვეტილი აქვს ქართული ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს”.

bpn.ge

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here