YouTube-მა ვებგვერდზე მესენჯერი დაამატა

0
341

მობილური ვერსიიდან ახლა უკვე ვებგვერდზე. YouTube-მა მესენჯერი დაამატა. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

ამჯერად ნებისმიერი მომხარებელი, რომელიც YouTube.com-ზე  Google-ის ექაუნთით შევა აღნიშნული ფუნქციით შეძლებს სარგებლობას.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ფუნქცია იგივეა, რაც Gmail-ის Hangouts-ები. ამ ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია, როგორც პირადი, ისე ჯგუფური შეტყობინებების გაგზავნა.

ამიერიდან მომხმარებელი ნებისმიერი ვიდეოს დაბლა არსებული ღილაკის საშუალებით არჩეული ფაილის მეგობრისთვის მესენჯერში გაგზავნას და მისთვის გაზიარებას შეძლებს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here