Soufee – ყველაზე პოპულიარული შოუს ქართველი შემსრულებელი

0
534

რუსეთის ყველაზე პოპულარული მუსიკალური გადაცემის ПЕСНИ – იდეა ლეიბლებს Malfa (მაქსიმ ფადეევი) და Black Star (Timati) -ს ეკუთვნის, მათ სურდათ შეერჩიათ ავტორები და შემსრულებლები მათთან სათანამშრომლოდ. კონკურსში უამრავმა შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა,კასტინგები ჩატარდა ჯერ ქალაქების მიხედვით, შემდეგ დარბაზში პირველი ეტაპისთვის, შემდეგ მეორე ეტაპი და საბოლოოდ შეირჩა 20 ახალგაზრდა, რომელებიც ორთვენახევრის განმავლობაში მერკურის ცათამბჯენში ცხოვრობდა, მუშაობდა და რეპეტიციობდა. ყოველ შაბათს კი მაყურებლის წინაშე წარადგენდა კვირის ნამუშევარს. ყოველ შაბათს მაყურებლის ხმის მიცემის მიხედვით მონაწილეები ტოვებდნენ შოუს. Soufee (სოფიო ავაზაშვილი) ყველა კასტინგის, ეტაპის, საკონკურსო შაბათის გადალახვით – გადაცემის ფინალში მოხვდა. სოფის აფასებდნენ არა მხოლოდ როგორც გამორჩეული ხმის მქონე შემსრულებელს, არამედ, როგორც ძალიან ნიჭიერ კომპოზიტორს და ბავშვთა ვოკალის პედაგოგსაც.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here