რა მიმართვას უგზავნის გიორგი ნაკაშიძე თაყვანისმცემელ გოგოებს

0
378

მე­გაპ­რო­ექ­ტი “სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი” დღე­ვან­დელ ტურ­ში მა­ყუ­რე­ბელს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის სიმ­ღე­რებს სთა­ვა­ზობს. შეს­რულ­დე­ბა არ­ერ­თი ცნო­ბი­ლი ჰიტი. კონ­კურ­სში დარ­ჩე­ნი­ლია 6 მო­ნა­წი­ლე, რომ­ლებ­მაც ამ ტუ­რის შემ­დეგ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­დას­ვლის უფ­ლე­ბა უნდა მო­ი­პო­ვონ.

Ambebi.ge გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძეს ესა­უბ­რა, რო­მელ­საც ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა “ქარი ქრის” აქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. რო­გორც ამ­ბობს, ეს მისი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რაა.

“ძა­ლი­ან მომ­წონს და წე­სით, უნდა გა­მო­მი­ვი­დეს, ცოტა როკ­ში და დრა­ივ­ში იქ­ნე­ბა. ამ სიმ­ღე­რა­ზე მა­ნა­ნა მორ­ჩი­ლა­ძე­თან (პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი) ერ­თად ვმუ­შა­ობთ. მის გა­რე­შე რა იქ­ნე­ბა?! ერთი სული მაქვს, რო­დის იქ­ნე­ბა ლა­ი­ვი, ასე­თი გან­წყო­ბა მაქვს,” – გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი.

– უკვე მე­სა­მე ტუ­რია, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა გი­წევთ…

– ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ყო­ველ­თვის რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია და ამი­ტო­მაც სა­კონ­კურ­სოდ კარ­გია. თან, ალ­ბათ იმას ნიშ­ნავს, რომ “ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე” ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რაა გა­სა­ტა­ნი.

– შენ­თვის, რო­გორც რო­კის მომ­ღერ­ლის­თვის, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა რო­გო­რი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია?

– მა­გა­რია, სე­რი­ო­ზუ­ლი ად­რე­ნა­ლი­ნი მო­აქვს და ხომ ვამ­ბობ, რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია. ისე, სიმ­ღე­რა­საც გა­აჩ­ნია, რას შე­ას­რუ­ლებ. მოკ­ლედ, ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის ტუ­რის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად წა­ვი­და. პირ­ველ ლა­ივ­ზე კი სი­ცხი­ა­ნი ვი­ყა­ვი და ისე ვერ შე­ვას­რუ­ლე, რო­გორც სა­ჭი­რო იყო.

– გი­ორ­გი, ჯერ­ჯე­რო­ბით ამ კონ­კურ­სში ლი­დე­რო­ბას ვერ მი­აღ­წიე… რა­ტომ?

– მთა­ვა­რია, ფი­ნალ­ში მი­ვი­დე და მერე, გა­მოჩ­ნდე­ბა… აქამ­დე ისე­თი ტუ­რე­ბი იყო, ჩემი მაქ­სი­მუ­მი ვერ შევ­ძე­ლი, ვერ ვაჩ­ვე­ნე, თან, ჩემი სტი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბამ მო­მი­წია. სხვა სტი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის მორ­გე­ბა მო­მიხ­და. გა­სულ ლა­ივ­ზე მე­სა­მე ად­გილ­ზე ვი­ყა­ვი, დღეს კი ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თო, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ. მაქ­სი­მუ­მი უნდა შევ­ძლო.

– კონ­კუ­რენ­ტებს შო­რის რო­გო­რი გან­წყო­ბაა?

– მშვე­ნი­ე­რი, მე­გობ­რე­ბი ვართ, ცუ­დია, რომ ყო­ველ კონ­ცერ­ტზე თითო მო­ნა­წი­ლე პრო­ექტს ეთი­შე­ბა, უბ­რა­ლოდ, ეს და­სა­ნა­ნია, სხვა და­ნარ­ჩე­ნი, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ერ­თმა­ნეთს ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ კარ­გად შე­ვას­რუ­ლოთ. ახლა ისე­თი შე­მარ­თე­ბით ვარ, “ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე” რომ გა­ვი­დე, იქაც ვფიქ­რობ, რომ გა­ვი­მარ­ჯვებ, რა თქმა უნდა, თუ წა­ვე­დი.

– რო­გორც გა­ვი­გე, ბევ­რი გოგო გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გყავს. რას ეტყვი მათ?

– მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ჩემს თავ­ყვა­ნის­მცე­მელ გო­გო­ებს, რომ ასე ვუყ­ვარ­ვარ და მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ, მა­ფა­სე­ბენ. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, გან­სა­კუთ­რე­ბით, გო­გო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა.

– შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ?

– არა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბა­ში მხო­ლოდ ერთხელ ვი­ყა­ვი… სიყ­ვა­რუ­ლი ასე არაა, მო­ინ­დო­მო ვინ­მე შე­იყ­ვა­რო და ისიც მო­ვი­დეს. სიყ­ვა­რუ­ლი თა­ვი­სით და და­უ­ძა­ხებ­ლად უნდა მოფ­რინ­დეს და გულ­ში ჩა­გიფ­რინ­დეს… უმაგ­რე­სი და სა­უ­კე­თე­სო გრძნო­ბაა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here