პლანეტისათვის სახიფათო ხუთი ექსპერიმენტი

0
1059

კოლის ყველაზე ღრმა ჭაბურღილი


რომელიც მდებარეობს რუსეთის ჩრდილო -დასავლეთის უკიდურეს წერტილში.მისი გაბურღვა საბჭოთა მეცნიერებმა 1970 წელს დაიწყეს და განზრახული ჰქონდათ მთლიანად გაებურღათ დედამიწის ზედაპირი მანტიის ზედა ფენამდე, თუმცა მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ რა საშიშროებას ქმნიდა ასეთი წამოწყება. ექსპერიმენტი მხოლოდ იმის გამო შეწყდა, რომ მაღალი ტემპერატურის (177 გრადუსი ცელსიუსით) გამო ბურღვა შეუძლებელი გახდა.
კოლის ზეღრმა ჭაბურღილმა სათავე დაუდო არაერთ მითსა და ლეგენდას. ერთმა ნაწილმა მას „ჯოჯოხეთში მიმავალი გზაც“ შეარქვა. ამბობდნენ, რომ სიღრმიდან ადამიანთა გოდება ისმოდა. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ მითია და არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან.


თრინითის ცდა


ეს იყო „მანჰეტენის პროექტის“ ნაწილი, რომელიც ჩატარდა 1945 წლის 16 ივლისს და ითვლება ატომური დანადგარის პირველ აფეთქებად. პირველი ბირთვული აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ პროექტის ხელმძღვანელს- რობერტ ოპენგეიმერს ინდუისტური მანუსკრიპტისეული სიტყვები გაახსენა : „ახლა მე ვგავარ სიკვდილს, სამყაროს გამანადგურებელს“


დიდი ადრონული კოლაიდერი


2008 წლის 10 სექტემბერს, როდესაც მეცნიერებმა ოფიციალურად განაცხადეს კოლაიდერის შექმნის შესახებ, ზოგიერთები თვლიდნენ, რომ ეს სამყაროს გაანადგურებდა.რადგან ექსპერიმენტის შედეგად გაჩენილი შავი ხვრელები გაიზრდებოდნენ და მთელ დედამიწას შთანთქამდნენ. თუმცა მეცნიერები ამ მოსაზრებას უარყოფენ, რამეთუ თითოეული ასეთი შავი ხვრელი გარკვეული ზომის მიღწევის შემდეგ უბრალოდ ორთქლდება- ამ ფენომენს ჰოკინგის გამოსხივება ეწოდება.


სტარფიშ პრაიმი


დედამიწის მაგნიტოსფერო წარმოადგენს დამცავ ფენას, სადაც არიან დამუხტული ნაწილაკები, რომლებიც იცავენ ატმოსფეროს მზის ქარების დამღუპველი ზემოქმედებისაგან.რა იქნებოდა ამ მაგნიტოსფეროში რომ უზარმაზარი ბირთვული აფეთქება მომხდარიყო? – სწორედ ამ კითხვაზე პასუხის მოძებნა სცადეს ამერიკელმა მეცნიერებმა 1962 წელს, როცა წყნარ ოკეანეში, 400 კილომეტრის სიმაღლეზე თერმობირთვული აფეთქება განახორციელეს. აფეთქება 1450 კილომეტრიდან – ჰავაის კუნძულებიდანაც ჩანდა, სადაც ელექტრომაგნიტური იმპულსების შედეგად დაზიანდა განათება და სატელეფონო ქსელი. აგრეთვე წარმოიშვა დედამიწის დაბალ ორბიტაზე ხელოვნური რადიაციული სარტყელი, რომელიც შენარჩუნებულ იქნა ხუთი წლის განმავლობაში და დააზიანა იმ დროს არსებული თანამგზავრების თითქმის მესამედი.


ქსელების პროექტი


მოცემული პროექტი გულისხმობს კავშირის დამყარებას „საიდუმლო ინტელექტთან“ .
ჯერ კიდევ 1896 წელს ნიკოლა ტესლამ დაადგინა რომ რადიოკავშირით შეიძლებოდა უცხოპლანეტელებთან კავშირის დამყარება. 1899 წელს, მას ეგონა რომ მიიღო სიგნალი მარსიდან. 1924 წელს ამერიკის მთავრობამ 21-დან 23 აგვისტომდე პერიოდი რადიოს ნაციონალურ დღედ გამოაცხადა, როცა მეცნიერებს შეეძლოთ რადიოეთერის სკანირება, წითელი პლანეტიდან მიღებული სიხშირის აღმოსაჩენად.
თამანედროვე მეცნიერება ამ მიზნის მისაღწევად უზარმაზარ რადიოტელესკოპებს იყენებს, მაგრამ აქაც არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი პლანეტისადმი ზედმეტი ყურადღება, მისთვის მხოლოდ ზიანის მომტანი შეიძლება იყოს.
კოსმოლოგი სტივენ ჰოკინგი თვლის რომ კაცობრიობის ისტორიამ კარგად იცის თუ რით მთავრდება, როცა ტექნოლოგიურად ნაკლებად განვითარებული ცივილიზაცია გადაიკვეთება მასზე ბევრად განვითარებულთან.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here