რატომ უხვევდნენ თვალებს სიკვდილმისჯილ ადამიანებს?

0
1349

სიკვდილით დასჯის წინ რატომ უხვევდნენ თვალებს ადამიანს და რა ძალა აქვს დაჟინებულ მზერას?
იცით თუ არა რამდენად ძლიერია ადამიანის მზერა? ამ საოცარ ფენომენზე გვექნება საუბარი ჩვენს სტატიაში.
ერთხელ თათბირზე უფროსმა საკმაოდ უხეში შენიშვნა მისცა თანამშრომელს, რომელიც ძალიან გაბრაზდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია და გაბრაზებული მზერით უფროსს მისჩერებოდა. იქ მყოფი ადამიანები შეესწრნენ იმ სიტუაციას, რომელიც შემდგომში განვითარდა. უფროსი ცუდად გახდა და ძირს დაეცა, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ის მალევე გარდაიცვალა. ექსპერტიზამ ვერ დაადგინა სიკვდილის მიზეზი. ადამიანი სრულიად ჯანმრთელი იყო. გამოძიების საქმეც ჩიხში შევიდა, ყველა სპეციალისტი და მეცნიერი ერთხმად ამბობდა,რომ ამ ადამიანის გარდაცვალების მიზეზი „სასიკვდილო მზერა“ იყო, თუმცა ამ ფაქტის გამყარებას ვერ ახერხებდნენ.
უამრავი ისტორია არსებობს, რომელიც ადამიანის მზერასთანაა დაკავშირებული. ერთ გაზეთში აუხსნელი შემთხვეევა იყო აღწერილი: კანადის მკვიდრი სტივ მაკ კელანი სანადიროდ იყო,როდესაც თავს დათვი გრიზლი დაესხა, ის ყველანაირად ცდილობდა თავის დაცვას, მაგრამ სამწუხაროდ, უძლური იყო, შიშისაგან გაშეშდა და დაჟინებული მზერით დათვს მისჩერებოდა, ცოტახანში უცნაური რამ მოხდა, დათვი წაიქცა და მოკვდა. შემოწმების შემდეგ ცხოველს არც ერთი დაზიანება და ნაკაწრი არ აღენიშნებოდა, გაუგებარი იყო ყველასთვის მისი სიკვდილის მიზეზი.

ექსპერტებმა დაადგინეს რომ სიკვდილის მიზეზი ადამიანის ბიოენერგეტიკული იმპულსი გახდა, რომელის ადამიანის თვალებისგან მოდიოდა, რამაც ცხოველის ტვინის ნერვული უჯრედები გაანადგურა.


მეცნიერების თქმით, არაფერი უჩვეულო არ არის ამ ფენომენში. უხსოვარი დროიდან მიიჩნევა, რომ ადამიანის მზერას უდიდესი ძალა აქვს, მას შეუძლია ზიანი მიაყენოს გარკვეული მანძილიდან სხვა ადამიანს, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს მისთვის. სწორედ ამიტომ, სიკვდილით დასჯის აღსრულებამდე ადამიანებს თვალებს უხვევდნენ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here