კიბოს სიმპტომები – ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

0
14509

კიბო-სერიოზული დაავადებაა,რომელიც ხშირად იწვევს სიკვდილს, მაგრამ თუ დაავადება გამოვლინდა ადრეულ ეტაპზე, სწორი მკურნალობით, შესაძლებელია მისი აღმოფხვრა.
აუცილებელია ვიცოდეთ, როგორი სიმპტომები ახასიათება კიბოს, რომ დროულად მივმართოთ ექიმს! თუმ­ცა, თუ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი აღ­მო­გაჩ­ნდათ, არ ნიშ­ნავს, რომ კიბო გჭირთ. თუ მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა, ექიმ­თან ვი­ზი­ტია სა­ჭი­რო.


უეცარი ტკივილი რომელიმე ორგანოზე, როდესაც ტკივილგამაყუჩებელიც არ მოქმედებს – დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ძლიერი კუჭის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში შეიძლება იყოს ერთ-ერთი სიმპტომი კიბოსი ან სხვა სერიოზული დაავადების. ადამიანები, ხშირად ამ შემთხვევას მოწამვლას აბრალებენ, ეს ძალზედ საყურადღებოა.


კანქვეშ წარმოქმნილი სიმაგრეები –ჯირკვლები ან სხვა გაუგებარი წარმონაქმნები, რომლებიც არ უქმნის არანაირ დისკომფორტს ადამიანს, მაგრამ შეიძლება იყოს კიბოს სიმპტომი და აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. კი­ბოს შემ­თხვე­ვა­ში, ზოგ­ჯერ კანი ფერს იც­ვლის. მუქი ფე­რის კანი (ჰი­პერ­პიგმენ­ტა­ცია) მოყ­ვი­თა­ლო კანი და თვა­ლე­ბი (სიყ­ვით­ლე) გა­წით­ლე­ბუ­ლი კანი (ერი­თო­მა­ტო­ზუ­ლი) ქა­ვი­ლი, ჭარ­ბი დო­ზით თმის ზრდა.

გაწუხებთ მუდმივი დაღლილობა, მიუხედავად იმისა , რომ არ ხართ ფიზიკურად დატვირთულები და პირიქით, ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობთ,ესეც საყურადღებოა და გამოსაკვლევი.

წონაში სწრაფი კლება ყოველგვარი დიეტის და ვარჯიშის გარეშე, ნამდვილად არ არის სასიხარულო. თქვენს ორგანიზმში ხდება ცვლილებები და დარღვევაა, ესეც ერთ-ერთი სიმპტომია და უნდა მიმართოთ ექიმს.


ციებ-ცხე­ლე­ბა – ეს სიმპტო­მი ძი­რი­თა­დად მა­შინ ჩნდე­ბა, რო­დე­საც კიბო ორ­გა­ნიზ­მში ვრცელ­დე­ბა. კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის დიდ ნა­წილს აღე­ნიშ­ნე­ბათ ციებ-ცხე­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ კიბო ან მისი მკურ­ნა­ლო­ბა გავ­ლე­ნას ახ­დენს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე. არც თუ ისე ხში­რად ციებ-ცხე­ლე­ბა შე­საძ­ლოა, ლე­ი­კე­მი­ის, ან ლიმ­ფო­მას სა­წყი­სი ნი­შა­ნი იყოს.

ადამიანის სხეულზე არსებობს ხალები, აუცილებლად უნდა დააკვირდეთ ხალების ფერს, ხომ არ იცვლება. თუ ხალი იცვლის ფერს ეს მელანომის ( კანის კიბოს) სიმპტომია და ძალიან საყურადღებოა. ნუ დაელოდებით, რომ სიტუაცია შეიცვლება და ყველაფერი თავისით გაივლის არა- თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ახლა თქვენ იცით უფრო მეტი, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გაუზიარეთ მეგობრებს!

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here