ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის შვილი ევროპარლამენტში მუშაობს

0
360
დიმიტრი პესკოვი
ელიზავეტა პესკოვა

ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ქალიშვილი ევროპარლამენტში მუშაობს. 21 წლის ელიზავეტა პესკოვა სტაჟირებას ფრანგ ევროპარლამენტართან, ემერიკ შოპრადთან გადის.

ემერიკ შოპრადი

ინფორმაცია ამის თაობაზე ევროპარლმენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ფაქტი მედიას წერილობით თავად შოპრადმაც დაუდასტურა. 2014 წელს დეპუტატი ღიად უჭერდა მხარს ყირიმის ანექსიას და ამავე წელს ე.წ. რეფერენდუმზე ის დამკვირვებლად იმყოფებოდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებებს სხვა ევროპარლამენტარები აკეთებენ. ევროდეპუტატები ხელმოწერებს აგროვებენ, რათა ევროპარლამენტის პრეზიდენტისადმი ერთობლივი მიმართვა შეიმუშაონ. ისინი ითხოვენ, რომ გამოძიებულ იქნას ყველა დეტალი, თუ როგორ დასაქმდა ელიზავეტა პესკოვა ევროპარლამენტში.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ ამ ფაქტის გამო. რამდენიმე ათეული ევროპარლამენტარი ვგეგმავთ, წერილით მივმართოთ პარლამენტის პრეზიდენტს. მათ უნდა შეიმუშაონ გარკვეული წესები, როგორ უნდა გასცენ მათ იმის გარანტია, რომ ადამიანები, რომლებიც ახლოს არიან რუსეთის რეჟიმთან, ვერ შემოვლენ პარლამენტში. ეს იქნება საკმაოდ მკაცრი გამოცდა დემოკრატიული ინსტიტუტისთვის. მეორე მხრივ, ეს გვახსენებს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სერიოზული პოლიტიკური რისკებისთვის და ვფიქრობ, ეს სწორედ ის შემთხვევაა,“- განაცხადა „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა, ტუნე კელამმა.


ტუნე კელამი

ევროდეპუტატები ამბობენ, რომ მათთვის მორალურად დიდ უხერხულობას ქმნის, რომ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრის წარმომადგენელი ევროპარლამენტშია დასაქმებული.

„მაშინ როდესაც არსებობს ვარაუდები ბრიუსელში 100-ზე მეტი რუსი ჯაშუშის ყოფნის შესახებ და ინსტიტუტები ზარალდება სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვის გამო.  პარლამენტის ეს წევრი არის საგარეო კომიტეტის ასევე და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრი. ასე რომ მის ოფისში საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტები ხვდება. მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო და ეს არის ცუდი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და ყურადღების ნაკლებობის ნიშანი,“- განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა პოლონეთიდან, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.


იაცეკ სარიუშ-ვოლსკი

დიმიტრი პესკოვი კი ამბობს, რომ საქმე ეხება ჩვეულებრივ სტუდენტს, მის ქალიშვილსა და არა თავად მას.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here