ოჯახს სოციალურად უჭირს, სუპერმარკეტში მუშაობდა…” – ვინ არის ბიჭი, რომელიც სანზონაში CO-ს დაგროვების შედეგად გარდაიცვალა

0
705

CO-ს დაგროვების შედეგად გარდაცვლილი 21 წლის დიმიტრი დარბაიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშიდან არის. ახალგაზრდა კაცი თბილისში ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობდა.

“სამუშაოდ იყო თბილისში, სოფელში თავისუფალ დღეებში ჩამოდიოდა. დედა ერთი წელია საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ, რადგან ოჯახს სოციალურად უჭირს. დიტოს სახლში მამა და ორი ძმა ჰყავს. როგორც ვიცით, დღის ბოლომდე გადმოასვენებენ სოფელში”- განაცხადა “პრაიმტაიმთან” ადგილობრივმა.

დიმიტრი დარბაიძესთან სახლში მისი მეგობარი, თსუ-ს სტუდენტი ანი ჯაფარიძეც იმყოფებოდა, რომელიც ასევე CO-ს დაგროვებას ემსხვერპლა. 

სანზონაში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here