როგორ აგრძელებენ ცხოვრებას “მხოლოდ ქართულის” ფინალისტები

0
404

გი­ორ­გი კე­ლაპტ­რიშ­ვი­ლი:

– პრო­ექ­ტის შემ­დეგ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, ამას კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის მერე მივ­ხვდი, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში გა­ვე­დი, მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი… ყვე­ლა მცნობს, ყვე­ლა მე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბა, სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა უნდა. კონ­კურ­სის პრო­ცეს­ში ამას ვერ ვგრძნობ­დი და ვხვდე­ბო­დი. ხალ­ხი ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად არის გან­წყო­ბი­ლი, რაც სა­სი­ა­მოვ­ნოა… ამას წი­ნათ, დუ­ბა­ი­ში ქალ­ბა­ტო­ნებ­მა და­მი­ძა­ხეს. ვერ წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ მე მე­ძახ­დნენ, გვი­ან გავ­ხე­დე. შენი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვარ­თო. მერე მე თვი­თონ მო­ვინ­დო­მე მათ­თან სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა. შემ­დეგ ქარ­თულ რეს­ტო­რან­შიც მო­ვიდ­ნენ, სა­დაც ვი­ყა­ვით… ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რა თქმა უნდა, მი­ხა­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა სი­ახ­ლე­ებს, ცოტა ხნის წინ, ბა­თუმ­ში 29 მარტს ჩემი კონ­ცერ­ტი და­ი­გეგ­მა, რო­მელ­შიც “ნი­უ­ტო­ნი”, ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე, სოფო ნი­ჟა­რა­ძე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. სო­ფოს­თან ერ­თად დუ­ეტს ვიმ­ღე­რებ. ამის გარ­და დუ­ეტს სხვებ­თა­ნაც შე­ვას­რუ­ლებ.

ჩემ­მა პრო­დი­უ­სერ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ კონ­ცერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­ში ბა­თუ­მი­დან და­ვი­წყოთ და ქვე­ყა­ნა­ში ვი­მოგ­ზა­უ­როთ. ასე­ვე ვი­ღებ კლიპს სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან ერ­თად, იმი­ტომ, რომ მისი “ოქ­როს ღი­ლა­კი” ვარ, ეს ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რი რამ არის და ასე­თი იყო ჩემი სურ­ვი­ლი. მინ­და, ძა­ლი­ან კარ­გი ვი­დეო გა­მო­ვი­დეს, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი მი­ი­ღებს და შე­იყ­ვა­რებს. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ზი­ტორ­მა სიმ­ღე­რა შე­მომ­თა­ვა­ზა.

გუგა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი:

– და­ვუბ­რუნ­დი ძველ ცხოვ­რე­ბას, რუ­ტი­ნას, თან­და­თან უფრო ვი­აზ­რებ, ამ პრო­ექ­ტით ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რამ­ხე­ლა რამ მოხ­და. ასეთ შო­უ­ში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე, მგო­ნი, ხუმ­რო­ბა არ არის. ასე­ვე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. მაქვს პა­ტარ-პა­ტა­რა სა­კონ­ცერ­ტო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, მათ შო­რის კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის­გან, მათი სიმ­ღე­რე­ბი ვიმ­ღე­რო. რა­ტო­მაც არა, რომ რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რო?!

კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­საც და­ვუბ­რუნ­დი. პრო­ექ­ტში რომ მი­ვე­დი, იქ სწავ­ლა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და. ამი­ტომ რა­ი­მეს გა­კე­თე­ბა ვერც მო­ვას­წა­რი. ახლა ვა­პი­რებ, რომ სწავ­ლა სრულ­ფა­სოვ­ნად გა­ვაგ­რძე­ლო, უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად. თუმ­ცა ამ სფე­რო­საც, რი­თაც გა­მიც­ნეს, ბო­ლომ­დე ვერ შე­ვეშ­ვე­ბი.

ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მარ­ტო იმი­ტომ ღირ­და, რომ ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე. მი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა მარ­ტო იმ პე­რი­ო­დით არ შე­მო­ი­ფარ­გლა და კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა.

ნო­და­რი­კო ხუ­ციშ­ვი­ლი:

რაც დრო გა­დის, კონ­კურ­სში ჩემს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ. ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე ყო­ველ კვი­რა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა ხუმ­რო­ბა არ არის. როცა ვმღე­რი, ყვე­ლა ღელ­ვა მიქ­რე­ბა, მა­ვი­წყდე­ბა და ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ამ­დენ ხანს ვი­ყა­ვი. არ იყო ცუდი, მაგ­რამ დამ­ღლე­ლი პრო­ცე­სი­ცაა. მოკ­ლედ, იმის თქმა მინ­და, რომ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ახ­ლან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ვემ­დუ­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, პრო­ექ­ტი რომ ვერ მო­ვი­გე, ხომ არ ვნა­ნობ – რა თქმა უნდა, არა. ამ ყვე­ლა­ფერს და­მა­ტე­ბი­თი სი­ხა­რუ­ლე­ბი ახ­ლავს, რა­ზეც უკვე ვი­ლა­პა­რა­კე. ეს პრო­ექ­ტი ჩემ­თვის კარ­გად დამ­თავ­რდა, არა­ნა­ი­რი სი­ნა­ნუ­ლი არ მაქვს. შოუ ყო­ველ­თვის მთავ­რდე­ბა და შენი გა­სა­კე­თე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა­ში და შემ­დე­გი ეტა­პიც შე­ნია. ფი­ნალ­ში ოთხი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­დე­ქით და ოთხი­ვეს შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნებ­მა რა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნიც გა­ა­კე­თეს, ეს არა­ფერს ნიშ­ნავს…

ამა­სო­ბა­ში ჩვე­ულ რიტმს და­ვუბ­რუნ­დი, ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას, ტუ­რიზმს. ამო­სა­წე­ვი მაქვს ის საქ­მე, რა­საც 4 თვის მან­ძილ­ზე ჩა­მოვ­რჩი. მე­გობ­რებ­თან, ვის­თან ერ­თა­დაც მა­ნამ­დე ვუკ­რავ­დით, უფრო და უფრო იშ­ვი­ა­თად ვა­კე­თებ­დით მუ­სი­კას და ახლა მეტი სტი­მუ­ლი მაქვს ვა­კე­თო, უკვე ახალ პროგ­რა­მა­ზე ვი­მუ­შა­ოთ და ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბით უფრო ხში­რად გა­მოვ­ჩნდეთ – რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და­ვი­წყეთ.

მე­კი­თხე­ბი­ან, გა­ვი­გეთ, „რუს­თა­ვი 2“-ზე რა პრო­ექტს იწყე­ბო? თქვენც იგი­ვე მკი­თხეთ, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე პა­სუ­ხის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. თუ ასე მოხ­და, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ტყვი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე სი­ურპრი­ზად შე­ვი­ნა­ხავ. რო­გორც კი რა­ღაც იქ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­გა­გე­ბი­ნებთ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here