“ორკესტრირებული შეტევა TBC ბანკის წინააღმდეგ” – მამუკა ხაზარაძის თქმით, ბანკში ერთდროულად 4 უწყება შევიდა

0
292

პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე “თიბისი” ბანკის დამფუძნებელს უსმენენ. მამუკა ხაზარაძემ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, დეტალური განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა ბანკზე და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2018 წლის ივნისში ბანკში შესამოწმებლად ერთდროულად 4 უწყება შევიდა, რაც 27 წლის ისტორიის განმავლობაში არ მომხდარა.

„რატომ არის ეს ორკესტრირებული?!-2018 წელს ივნისის თვეში და დაადასტურა პროკურატურამ თავის ინტერვიუში ჩვენ ეს არ ვიცოდით და თურმე მუშაობდნენ, შემოდის ჩვენთან 4 უწყება. ეს არის ფულის მონიტორინგის სამსახური,  ეს არის პროკურატურა , საგადასახადო და ეროვნული ბანკი. და პარალელურ რეჟიმში იწყებენ ჩვენგან ამ საკითხზე დოკუმენტაციის ამოღებას. მინდა გითხრათ რომ კანონმდებლობით საბანკო სექტორს  არ აქვს ვალდებულება შეინახოს დოკუმენტაცია რომელიც 6 წელიწადზე მეტია, ჩვენ ვალდებული ვართ რომ გავანადგუროთ დოკუმენტაცია. ასეთი შემოტევა ჩვენ 27 წლის განმავლობაში არ გვქონია, როცა ამდენი უწყება  ერთდროულად შემოდის, ჩავთვალეთ რომ დასამალი არაფერი არ არის და მივეცით ყველა ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტი, რომელიც  ჩვენ გვქონდა 11 წლის წინანდელი არქივში,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ამავე წლის ივლისში, მაშინ როდესაც მიმდინარეობდა გამოძიება,  თიბისი ბანკზე განხორციელდა კიბერშეტევა. “თიბისის” აიტი-ჯგუფმა  მამუკა ხაზარაძის თქმით, მოახერხა გამოევლინა, საიდან ხორციელდებოდა კიბერთავდასხმა და ინფორმაცია მიაწოდა შსს-ს.

„ამის მერე 5 წერილი მივწერეთ წერილი შს მინისტრს თუ სად დგას გამოძიება და ერთი კვირის წინ მივიღეთ ვიღაც  გამომძიებლის წერილი რომ თურმე კომპიუტერი არის ამოღებული და წაღებულია ექსპერტიზაზე. ჩვენ ვიცით მისამართი, ოთახი და ის ხალხი ვინც ზის ამ კომპიუტერებთან. ეს არის სავარაუდოდ  ის ოფისები საიდანაც ეს ე.წ. ბოტები იმართება და ესეთი დიდი შეტევაა ჩვენს მიმართ, ბოლოს თუ გადაავლებთ თვალს სოციალურ მედიას, რაღაც ნაწილი იქიდან მოდის,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ყველა ის დოკუმენტი რომელიც კონკრეტულ საქმეს უკავშირდებოდა ბანკმა საგამოძიებო უწყებას გადასცა. მან ასევე ისაუბრა იმ პირობაზე, რომელიც დაკითხვის შემდეგ მოსამართლისგან და პროკურატურისგან მიიღო და ის უკავშირდებოდა თიბისი ბანკის საქმის კონფიდენციალურობის დაცვას.

„ჩვენ რა თქმა უნდა ამ ტრანზაქციაზე ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ პროკურატურას რომელიც ოქტომბერში გამოჩნდა. მივაწოდეთ ყველა ჩვენი პირადი ანგარიში ამ თანხის მოძრაობის. საიდან ავიღეთ, სად ჩაირიცხა და ა.შ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ 80 მილიონი  თავის 17 მილიონიანად ჩაირიცხა ბანკის კაპიტალში. რაღაც ნაწილი გადაირიცხა მსოფლიო ბანკის . ეს არის მთელი ოპერაცია . დადასტურებულად ეს დოკუმენტაცია მიცემული გვაქვს უწყებებისთვის. ამის შემდგომ ხდება ჩემი დაბარება პროკურატურაში. მე ბუნებრივია ვიყენებ კანონით მინიჭებულ უფლებას და ვითხოვ მოსამართლის წინაშე ჩემს გამოკითხვას, რომელიც ჩატარდა და იქ ვამბობ ასეთ ფრაზას ბოლოში. ვამბობ ,რომ ალბათ იცით, რომ ჩვენ ვმუშაობთ დიდ პროექტზე, ეს არის ანაკლიის პროექტი. ჩვენ ღია ვართ გამოძიებისთვის  მზად ვართ ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ თუ კიდევ რამე არის საჭირო. მზად ვართ გეთანამშრომლოთ მაგრამ გთხოვთ,  რომ ეს საკითხი იყოს კონფიდენცალური რადგან 19 იანვარს ვაწერთ ხელს ორ სახელმწიფო ბანკთან ეს არის ჰოლანდიის და გერმანიის ბანკი და ჭორის დონეზეც, რომ იყოს, რომ თქვენ რაღაც ფულის გათეთრებაზე საქმე გაქვთ ეს შეუშლის ხელს ჩვენს უზარმაზარ პროექტს,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მან მოსამართლისგან და პროკურატურისგან მიიღო გარანტიები, რომ ეს კონფიდენციალური იყო თუმცა 9 იანვარს პროკურატურამ გააკეთა განცხადება რომ საქმე მიდის ფულს გათეთრების კუთხით. 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here