მუქარა შს მინისტრისგან – მამუკა ხაზარაძეს პროკურატურაში გამოკითხავენ

0
376

მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ მას შს მინისტრი წერილობით ემუქრებოდა, პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებელს გამოკითხავს.

როგორც შალვა თადუმაძის უწყებაში აცხადებენ, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს, თუკი ხაზარაძე დაადასტურებს, მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას.  

“მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება ამავე საქმის  ფარგლებში და როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”-განაცხადეს პროკურატურაში.

მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მას გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა, სადაც კონკრეტული მოთხოვნები იყო წამოყენებული. ხაზარაძის თქმით, ის და მისი პარტნიორი ამ მოთხოვნების შესრულებას არ აპირებენ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here