რეალითი შოუს ვარკსვლავი კიმ კარდაშიანი მოდის კომპანია Missguided-ს უჩივის.

0
335

რეალითი შოუს ვარკსვლავი კიმ კარდაშიანი მოდის კომპანია Missguided-ს უჩივის. კარდაშიანის თქმით, კომპანია მისი ტანისამოსის მსგავს მოდელებს ქმნის და შემდეგ ინსტაგრამზე მას თაგავს.


Missguided ცნობილია შოუ-ბიზნესის გავლენიანი ადამიანების სამოსის მიმსგავსებული ვერსიების შექმნასა და მათ დაბალ ფასად გაყიდვაში, თუმცა კარდაშიანი ირწმუნება, რომ კომპანია პროდუქციის გასაყიდად მის “სავაჭრო მარკასა და პერსონალურობას” იყენებს.


სარჩელში შესულია ფოტოები Missguided-ის ინსტაგრამიდან და საიტიდან. კომპანიას ოფიციალურ ვებგვერდზე კარდაშიანის სამოსის მსგავსი მოდელების განყოფილება ჰქონდა შექმნილი, თუმცა, აღნიშნული გვერდი ახლა მიუწვდომელია.


კარდაშიანის სარჩელში არის ფოტოც, რომლის ერთ მხარეს მისი ინსტაგრამ პოსტის სქრინია და მეორე მხარეს — კომპანიის.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here