თვეში რამდენ ლარს ხარჯავენ თბილისელები პროდუქტებზე

0
330

გამოკითხვაში მონაწილეთა უმეტესი ნაწილი პროდუქტების შეძენაზე თვეში 500 ლარზე მეტს ხარჯავს.

თბილისის მცხოვრებლები ყოველთვიურად პროდუქტების შეძენაზე საშუალოდ 569 ლარს ხარჯავენ, ნათქვამია სოციოლოგიური კვლევის შედეგებში, რომელიც ანალიზისა და კონსულტაციების ჯგუფმა ACT ჩაატარა.

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 30% პროდუქტებზე 300 ლარზე ნაკლებს ხარჯავს, თბილისელების 34% – 300-დან 500 ლარამდე, ხოლო 36% – 500 ლარზე მეტს. 

რესპონდენტების გამოკითხვით გაირკვა, რომ საშუალოდ მათი ყოველთვიური შემოსავალი 1,2 ათას ლარზე მეტს შეადგენს.

კვლევა 2018 წლის ოქტომბერში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 800 თბილისელი გამოიკითხა.

ACT – ანალიზისა და კონსულტაციების გლობალური კომპანია, რომელიც მოიცავს დსთ-ის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, აქვს თავისი წარმომადგენლობები საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

საქართველოში ათი წლის განმავლობაში საშუალო ყოველთვიური ხელფასი 368 ლარიდან 999 ლარამდე გაიზარდა. ბოლო წლის განმავლობაში ხელფასი უფრო კერძო სექტორში გაიზარდა საჯარო სამსახურთან შედარებით.

საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება საფინანსო და სადაზღვევო სფეროებშია – საშუალოდ 2008 ლარი.

2017 წელს მარკეტინგულმა საკონსულტაციო კომპანია IPM Research-მა საქართველოში კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ მოქალაქეების შემოსავლის მესამედი კვებაზე მიდის.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here