მაიკლ ჯექსონის სახელი სკანდალში გაეხვა

0
324

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში  ,,Jackson 5” დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ალბომით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

BBC Radio 2-მა ლეგენდარული მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის სოლო სიმღერები ეთერიდან ამოიღო. ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოპის მეფის კომპოზიცია უკანასკნელად 23 თებერვალს გააჟღერა.

რისი მიზეზიც გამოცემა The Times-ის ცნობით, მაიკლ ჯექსონის მიერ ბავშვებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტები გახდა, რომლებზეც მომღერლის შესახებ გადაღებული ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი Leaving Neverland მოგვითხრობს. 

https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=R_Ze8LjzV7Q

საკაბელო არხების, Channel 4-ისა და HBO-ის ერთობლივი ნამუშევარი ტელევიიზიით 3 და 4 მარტს გადაიცემა. ფილმი ორი მამაკაცის, უეიდ რობსონისა და ჯიმი სეიფჩაიკის ინტერვიუს ეფუძნება. ისინი კინოსურათში აცხადებენ, რომ მომღერალმა მათზე 7 და 10 წლის ასაკში იძალადა. ნამუშევრის ქრონომეტრაჟი 236 წუთია. მისი პრემიერა იანვარში სანდენსის კინოფესტივალზე შედგა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here