თბილისის მერიის სპეციალისტებმა ორჯერ ჩაატარეს ექსპერტიზა ნინო ჟვანიას ქუჩაზე და პრობლემები მშენებლობისთვის ვერ აღმოაჩინეს – რა გახდა კლდის ჩამოშლის მიზეზი

0
429

თბილისი, 13 მარტი -ჟვანიას ქუჩაზე კლდის ჩამოშლის მიზეზი წყალსადენი მილის დაზიანება გახდა და არა სამშენებლო სამუშაოები, განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ილია ელოშვილმა. ელოშვილის განცხადებით, მათ დადასტურებულად იციან, რომ მილსადენიდან ჟონავდა, წყალმა ჩამორეცხა ქანები, რამაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში კლდის ნაწილის ჩამოშლა და გაზსადენი მილის დაზიანება გამოიწვია. შედეგად 50 ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.


„მერიამ გეოლოგიური ექსპერტიზა რამდენჯერმე ჩაატარა და სწორედ ამ დასკვების საფუძველზე გასცა ნებართვა”, – განაცხადა ელოშვილმა.
მანამდე მოსახლეობამ ეჭვი გამოთქვა, რომ კლდის მასის ჩამოშლის მიზეზი ახლოს მიმდებარე მშენებლობა იყო. მათი თქმით, არსებული საშიშროების გამო მშენებლობა ორჯერ შეჩერდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მერიამ სამუშაოების გაგრძელების ნებართვა გასცა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here