ოკუპირებულ სოფელ პირველ ოტობაიაში ომონმა საქართველოს მოქალაქე დააკავა

0
537

ოკუპირებულ სოფელ პირველ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ძაძუას საცხოვრებელ სახლში დეფაქტო ხელისუფლების ომონი დღეს დილით შევიდა და ძაძუა დააკავეს. როგორც ცნობილია, დაკავებისას მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უცნობია კონკრეტულად რას ედავებიან დაკავებულს. ის სოხუმში, სავარაუდოდ დაკითხვაზეა გადაყვანილი.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს, დაკავების დეტალები და მიზეზები გაარკვიოს. ოჯახს დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here