რატომ ვეღარ ვიხილავთ მეგან მარკლს საჯაროდ?

0
418

მეგანი სხვადასხვა პროგრამაში და უამრავ ღონისძიებაშიც იღებს მონაწილეობას, თუმცა ეს ყველაფერი ორსული ქალისთვის საკმაოდ რთულია და შესაბამისად, არავის გაჰკვირვებია როცა გაირკვა რომ ის შვებულებაში გადის.


როგორც The Sun-ის გამოცემა წერს, მეგან მარკლი უკვე მერვე თვეშია და ამგვარი დატვირთვა მისთვის საკმაოდ მძიმეა, ამიტომაც საჯაროდ მას მშობიარობამდე აღარ ვიხილავთ.


თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ჰერცოგინია მთლიანად თავისუფალია ვალდებულებებისგან, მას ჯერ კიდევ დარჩა რამდენიმე დახურული საქმიანი შეხვედრა, რომლებსაც უახლოეს მომავალში განახორციელებს.
ხოლო რაც შეეხება ოჯახს, მეგანს რა თქმა უნდა ახლო კონტაქტი ექნება ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ოჯახთან, მეტიც, როგორც ბოლო რამდენიმე კვირაა, სასექსის ჰერცოგინია აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა გამოცემა იუწყება, მასა და კემბრიჯის ჰერცოგინიას შორის საკმაოდ თბილი ურთიერთობაა და ეს ქეითის განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგია.


“ქეითს არ აქვს მეგანთან რაიმე პრობლემა. მას სურს რომ ისინი ერთმანეთს შეეწყონ არამხოლოდ ჰარის გამო, არამედ იმიტომ რომ სამეფო ოჯახის რძლებს შორის არსებული დაპირისპირება საკმაოდ მიუღებელია მისთვის” -აღნიშნა სანდო წყარომ გამოცემასთან საუბარში.


მეგან მარკლი დაახლოებით ერთ თვეში იმშობიარებს, თუმცა უცნობია თუ როდის დაუბრუნდება ის დაკისრებულ ვალდებულებებს. თუ ქეით მიდლტონის მაგალითით ვიმსჯელებთ, სასექსის ჰერცოგინიაც ბავშვის დაბადებიდან უკვე ერთი თვის ფარგლებში შეიძლება რომ საჯაროდ ვიხილოთ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here