შეამოწმე, გაქვს თუ არა მაღალი ემოციური ინტელექტი – მაღალი EQ-ს 10 ნიშანი

0
1403

როცა 1990-იან წლებში აღმოაჩინეს და აღწერეს ემოციური ინტელექტი (emotional intelligence, EI), გასაგები გახდა, რატომ აღწევენ 10-დან 7 შემთხვევაში შედარებით უფრო დაბალი IQ-ს მქონე ადამიანები უფრო დიდ წარმატებას, ვიდრე უფრო მაღალი IQ-ს მქონე ადამიანები.

მეცნიერთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ამას განსაზღვრავს ემოციის კოეფიციენტი (EQ), რომელიც წარმატებული ადამიანების 90%-ს საშუალოზე მაღალი აქვს. IQ-სგან განსხვავებით, EQ-ს გამოთვლა მარტივი არ არის, თუმცა არსებობს გარკვეული ნიშნები, რაც ადამიანების მაღალ ემოციურ ინტელექტზე მეტყველებს:

ლექსიკონი: „მე ვარ გაღიზიანებული”, „გაბრაზებული”, „დამცირებული”, “დაძაბული”, „დაბნეული” დ ა.შ. – მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს ზუსტად შეუძლიათ საკუთარი ემოციის აღწერა, უხერხულობისა და ბუნდოვანების გარეშე, რაც მათთვის ამ პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებას ამარტივებს. მეცნიერთა შეფასებით, ემოციის სწორად შეფასებისა და გამოხატვის უნარით ადამიანების მხოლოდ 36%-ა დაჯილდოვებული.

თანაგანცდა: მიუხედავად იმისა, ისინი ინტროვერტები არიან თუ ექსტრავერტები, მაღალი EQ-ს მქონე ადამიანებს ემპათიის ნიჭი აქვთ. მათ მარტივად შეუძლიათ, წარმოიდგინონ თავისი თავი სხვა ადამიანის ადგილზე.

ცვლილებები: ადამიანები გამორჩეულად მაღალი EQ-თი შეცვლისკენ არიან მიდრეკილი. ისინი იცვლიან სტილს, ხასიათს, შეხედულებას და ა.შ.

უარი: ასეთი ადამიანებს შეუძლიათ თქვან უარი და ამის გამო დისკომფორტი არ ექმნებათ. უნარი, რომ უთხრა უარი ვინმეს ან შენს თავს – ემოციური განვითრების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მაღალი EQ-ს მქონე ადამიანები უარს ამბობენ პირდაპირ, შემოვლითი ფორმულირებების გარეშე.

უანგარობა: მოულოდნელი საჩუქარი ყოველთვის იწვევს მძაფრ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს. მაგალითად, თქვენ ესაუბრებით მეგობარს და იგებთ, რომ მას რაღაც წიგნის შეძენა სურს. მეორედ, სანამ ამ მეგობარს ნახავთ, თქვენ გიჩნდებათ სურვილი მას მოუწყოთ სიურპრიზი, იყიდოთ და წაიღოთ ეს წიგნი ან ნივთი საჩუქრად. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ემოციურად განვითარებული ადამიანი ხართ.

ცხოვრებით ტკბობა: როცა სიამოვნებას იღებ იმით, რაც გაქვს, შენი გუნება-განწყობა უმჯობესდება და სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის – დონე მინიმუმ 23%-ით მცირდება. გამორჩეული ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ბედს ხშირად არ ემდურიან, უფრო პირიქით.

ძილი: ძალიან ცოტა რამ აზიანებს ისე EQ-ს, როგორც ძილის უკმარისობა. ასეთ ადამიანებს თითქმის ყოველთვის მოწესრიგებული აქვთ ძილის რეჟიმი.

კონტროლი: თუ თქვენი განწყობა სხვებზეა დამოკიდებული, თქვენ თქვენს ცხოვრებას ვეღარ აკონტროლებთ, მაღალი EQ-ს მქონე ადამიანებს კი ძალიან უყვართ კონტროლი. მათი მოწყენა და სიხარული, როგორც წესი, მათი შინაგანი მდგომარეობაა და არა გარემოებებზე დამოკიდებული ლოგიკური ემოცია.

მრავალფეროვნება: ადამიანებს მაღალი EQ-თი მარტივად შეუძლიათ ერთი საქმიდან მეორეზე გადაერთონ. ეს მათ დისკომფორტს არ უქმნის.

პრაგმატულობა: ადამიანები, რომლებიც მაღალი ინტელექტით არიან დაჯილდოვებული, სრულყოფისკენ არ ისწრაფვიან. ისინი ცდილობენ ყველაზე დიადი მიზანიც კი მცირე მიზნებად დაშალონ და ეტაპობრივად სცადონ მისი იმ ნაწილის დაძლევა, რაც ხელეწიფებად. ისინი არ გრძნობენ დანაშაულს იმის გამო, რომ იდეალურები არ არიან.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here