რუსთაველზე მაღაზია “სვაროვსკის” კარი და შუშები ჩაამსხვრიეს – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

0
721

ინციდენტი თბილისში – რუსთველის 24 ნომერში მდებარე საიუველირო მაღაზია სვაროვსკის შუშები ჩაამსხვრიეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

ჩამსხვრეული კარი დღეს დილით სამსახურში მისულმა თანამშრომლებმა ნახეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.  

არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია ფულის შესანახი ყუთი, რომელშიც მაღაზიის თანამშრომლების ინფორმაციით, თანხა არ იდო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here