ედუარდ სააკაშვილი 7 საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდა

0
436

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი ედუარდ სააკაშვილი, იმ შვიდ საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდა, რომლებმაც სუორტ მორის კოლეჯში სწავლა წარმატებით დაასრულა.

კოლეჯი წელს 380-მა ახალგაზრდამ დაამთავრა. სუორტ მორის კოლეჯი ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელია და შესაბამისად, იქ მოხვედრაც ძალიან რთულია. მით უმეტეს, 380-დან 7 საუკეთესოში მოხვედრა. სუორტმორი 6-ჯერ დასახელდა საუკეთესო კოლეჯად შეერთებულ შტატებში, 2017 წლის მონაცემებით ის 5 საუკეთესო კოლეჯს შორისაა.

ედუარდ სააკაშვილმა ბაკალავრის დიპლომი ერთდროულად კინო-მედია კომუნიკაციების და ფიზიკის მეცნიერებაში აიღო. სტუდენტის სტატუსის მიღებისთანავე მუშაობა დაიწყო კოლეჯის გაზეთში და ფიზიკის ლაბორატორიაში.

2013 წელს ედუარდი წლის საუკეთესო კურსდამთავრებულის და განათლების სამინისტროს ოქროს მედლით დაჯილდოვდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მას უნდა, რომ ბედნიერი იყოს იმ საქმეში, რასაც აკეთებს, მაგრამ ლაბორატორიაში ბედნიერება ვერ იპოვა. მას შემდეგ, რაც ახალი და საინტერესო თავგადასავალი კინოხელოვნებაში და მედია-კომუნიკაციებში იპოვა, სუორტმორის კოლეჯში ადგილობრივ რადიოში მუსიკალური პროექტები წამოიწყო

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here