დღის ჰოროსკოპი – 17 მარტი

0
863

ვერძი
ჯანმრთელობა:
 დღეს ყელს უნდა მოუფრთხილდეთ. თავი შეიკავეთ ცივი სასმელებისგან. ასე შეძლებთ, გარკვეული პრობლემების თავიდან აცილებას. 
კარიერა: დღევანდელი დღე სერიოზული ბიზნესის წამოსაწყებად პერსპექტიული იქნება. მთავარია, სწრაფად და გონივრულად იმოქმედოთ და თქვენს კონკურენტებს წარმატების ყველა გზა მოუჭრათ. 
სიყვარული: თქვენს მეორე ნახევარს თავისი საქციელის გამო ძალიან შერცხვება და თქვენ წინაშე თავს დამნაშავედ იგრძნობს. თუ მიიჩნევთ, რომ ამის მიზეზი არ არსებობს, რაც შეიძლება მალე აუხსენით ეს, რათა თქვენს ურთიერთობას საფრთხე არ შეექმნას.

კურო
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, ფიზიკურად თუ დაიტვირთებით და ამიერიდან ინტენსიურად ივარჯიშებთ. ასე წარმატების მიღწევას ყველა სფეროში შეძლებთ. 
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, თავი აარიდოთ თქვენს პირად უფროსთან დავას. ნურც სხვა განყოფილების ხელმძღვანელთან შეხვალთ კონფლიქტში. ნაკლებად სავარაუდოა, კამათით სასურველ შედეგს მიაღწიოთ. 
სიყვარული: საკუთარ ბედნიერებაზე პასუხისმგებელი თავად ხართ. ფუჭი იმედების გამო ნუ გაიფუჭებთ განწყობას. გულითა და გონებით იმოქმედეთ. სანამ ტყუილს რეალობად აღიქვამდეთ, კარგად დაფიქრდით, სწორად ჩასწვდით თუ არა მოვლენათა არსს.

ტყუპები
ჯანმრთელობა: რამდენჯერმე მიიღეთ შხაპი. სასურველია, კონტრასტული – დილით გამოსაფხიზლებლად, საღამოს კი მოსადუნებლად. 
კარიერა: საქმის დაწყება ნულიდან მოგიწევთ. არ აქვს მნიშვნელობა, ახალ პროფესიას აირჩევთ თუ თქვენი მოღვაწეობის სფეროს ჯერ კიდევ უცნობ საკითხებს შეეხებით, მთავარია, იცოდეთ, რომ ყოყმანი მხოლოდ ხელს შეგიშლით. ყველაფერი გამოგივათ!
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად საინტერესო, სახალისო ფილმს უყუროთ, რომელიც აგიმაღლებთ განწყობას და განსახილველად რამდენიმე თემასაც წამოსწევს, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ ერთმანეთთან.

კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ყველაზე დიდ საშიშროებას ხვალ თქვენთვის თქვენი კბილები წარმოადგენს. საკვები ნელა ჩაკბიჩეთ და საგულდაგულოდ დაღეჭეთ. 
კარიერა: თქვენი ძირითადი საქმიანობის გარდა, მოგიწევთ, თქვენი საქმის ვეტერანების ღირსეული ჩანაცვლებისთვისაც მოემზადოთ. პროცესი აუცილებლად გაგიტაცებთ. ძალისხმევას ნუ დაიშურებთ და ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც თქვენ გსურთ. 
სიყვარული: მოდუნდით, ცხოვრება საკუთარი დინებით მიუშვით. მაშინაც კი, თუ თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს ახლა პრობლემები გაქვთ. მათ გადაჭრას ხვალ მაინც ვერ მოახერხებთ: ან ფიზიკური, ანდაც სულიერი ძალები არ გეყოფათ ამისთვის.

ლომი
ჯანმრთელობა:
 საკუთარ ფილტვებსა და გულს დიდად არგებთ, თუ ყურადღებას მიაქცევთ თქვენს დგომას. ეს ორგანოთა სწორი ფუნქციონირების გარანტი იქნება. 
კარიერა: თუ აქტიურად არ იმოქმედებთ, ფინანსურ და პროფესიულ სფეროში გარკვეული პრობლემების შექმნის საშიშროება საკმაოდ დიდია. თქვენთვისვე იქნება კარგი, თუ ინიციატივას გამოიჩენთ და თანამშრომლებს აჩვენებთ, რომ საერთო წარმატებით ხართ დაინტერესებული. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის ქცევები არ მოგეწონებათ. მიხვდებით, რომ თქვენი იდეალისგან ის ძალიან შორსაა. თუმცა ის ხომ არ არის დამნაშავე იმაში, რომ ზედმეტად არარეალური წარმოდგენა გაქვთ იდეალურობაზე?

ქალწული
ჯანმრთელობა:
 უნდა იზრუნოთ თქვენი თმის სიჯანსაღეზე. მათი მდგომარეობა, შესაძლოა, შესამჩნევად გაუარესდეს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ვერ ახერხებთ სრულფასოვან დასვენებასა და რეგულარულად კვებას. 
კარიერა:  პრობლემებთან გამკლავებაში იუმორის გრძნობა თუ დაგეხმარებათ. ამით თქვენი უფროსი ძალიან მოიხიბლება და გაოცდება კიდეც ყოველდღიური პრობლემების მიმართ თქვენი პოზიტიური მიდგომით. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს რთული დღე ელის. მხოლოდ თქვენს ძალისხმევას შეუძლია, მისი უფერული ყოველდღიურობა ნათელი ფერებით გააფერადოს. მზად იყავით დახმარებისთვის.

სასწორი
ჯანმრთელობა:
 თუ აქამდე ფიქრობდით, რომ ძალები უკვე აღარ დაგრჩათ, დღეს მეორე სუნთქვა გაგეხსნებათ. ყველაფერი გამოგივათ! მთავარია, სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და მეთოდურად გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა. 
კარიერა: როგორც ყოველთვის, დღესაც დღის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იქნებით. მოემზადეთ იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც დიდი ხნის წინ გადადეთ. 
სიყვარული:   დღევანდელი დღე მოსაწყენი და სევდიანი იქნება. ამისთვის წინასწარ უნდა განეწყოთ და თქვენი საყვარელი ადამიანიც შეამზადოთ.

მორიელი
ჯანმრთელობა:
 დღეს თქვენი ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება ურბანული გარემოს ზემოქმედებისადმი. ნუ გაგიკვირდებათ, საღამოს თავის ძლიერ ტკივილს თუ იგრძნობთ. მიზეზად უსუფთაო ჰაერი შეგიძლიათ, მოიაზროთ. მხოლოდ მათ გაუმართლებთ, ვინც თადარიგს დაიჭერს და ქალაქიდან გავა. 
კარიერა: იყავით მზად – მოგიწევთ ხელმძღვანელობას დასრულებული სამუშაოს შესახებ მოახსენოთ. მთავარია, დამაჯერებლები იყოთ და მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი ხედვა. 
სიყვარული: კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით იმაზე, როგორ აღიქვამენ გარშემომყოფები თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობას. თუ არცთუ მისაღებად მიიჩნევენ თქვენს წყვილს, გაიხსენეთ და გააანალიზეთ, როგორ იქცევით ხალხში.

მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, თავი აარიდოთ ემოციურ გადატვირთვას. ახლა თქვენ უარყოფითი ემოციების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ, რაც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე. 
კარიერა: იყავით უფრო მობილიზებული, გადაამოწმეთ ინფორმაციის წყაროები, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი უსიამოვნებები. 
სიყვარული: თქვენი მეორე ნახევრის გარდა, თქვენ გარშემო უამრავი ადამიანია, ვისთვისაც ძვირფასი ხართ და ვისაც თქვენი ბედი ადარდებს. ასე რომ, იცოდეთ, რაც არ უნდა მოხდეს, მარტო არასდროს დარჩებით.

თხის რქა
ჯანმრთელობა:
 დღეს შესაძლოა, მეხსიერებამ გიმტყუნოთ – მოგეჩვენებათ, რომ მსგავს სიტუაციაში აქამდეც აღმოჩენილხართ და იცით, რა უნდა გააკეთოთ. აი, ამაში ცდებით! როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, გახსოვდეთ, არ ღირს გარისკვა. მიაკითხეთ ექიმს. 
კარიერა: კარგი დღეა ახალი ინფორმაციის, ცოდნისა და უნარების შესაძენად. შესაძლოა, დიდი ხნის ნანატრი ამბავი სწორედ დღეს შეიტყოთ. ასე რომ, მეილებისა და სატელეფონო შეტყობინებების შემოწმება ნუ დაგავიწყდებათ. უპასუხეთ ყველა სატელეფონო ზარს. 
სიყვარული: თუკი შენიშნავთ, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი თქვენ გამო იმაზე მეტს განიცდის, ვიდრე ეს თქვენ გსიამოვნებთ, აუცილებლად დაელაპარაკეთ და აუხსენით, რომ წარმატებას თქვენთან ურთიერთობაში არ უნდა ელოდოს.

მერწყული
ჯანმრთელობა:
 ვარსკვლავები გირჩევენ, თვალის დაავადებებზე პროფილაქტიკის მიზნით ექიმს გაესინჯოთ. მიაქციეთ ყურადღება გულსაც. 
კარიერა: ვარსკვლავები სრულ გონებრივ მობილიზებას გიწინასწარმეტყველებენ. მზად იყავით რთული ფინანსური თავსატეხებისა და მნიშვნელოვანი კონტაქტების მოძიებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი შეეცდება თქვენს დარწმუნებას, რომ ის, რაც თქვენი აზრით სრულიად ალოგიკურია, სინამდვილეში ძალიან სწორი და ბუნებრივია. კომპრომისს, სამწუხაროდ, ვარსკვლავები ვერ ხედავენ. ასე რომ, თავად უნდა გადაწყვიტოთ, რას მოიმოქმედებთ.

თევზები
ჯანმრთელობა:
 რაც არ უნდა მოხდეს, არ ანერვიულდეთ და არ დაკარგოთ ბრძოლისუნარიანობა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 
კარიერა: აღელვების მიზეზი ნამდვილად გექნებათ, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმშვიდე აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ. თქვენი ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ დიდი შეცდომა დაუშვით, თქვენ კი იმასაც ვერ ხვდებით, რა შეგეშალათ. დაძაბეთ გონება და გაიხსენეთ, სად შეიძლებოდა, შემცდარიყავით. საქმის გამოსწორებას მართალია, ვეღარ შეძლებთ, მაგრამ იმის ცოდნა, რა დააშავეთ, ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.
სიყვარული: პირადი ცხოვრების მიმართულებით დღეს ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ მოხდება. გაიგონებთ ნანატრ სიტყვებს: „დიახ“ ან „სჯობს, მართლაც დავშორდეთ“ – გააჩნია, რისი მოსმენა გსურთ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here