10 სასტიკი ანტიგმირი კინოს ისტორიიდან, რომლებსაც ვერასდროს დავივიწყებთ

0
336

 გვთავაზობს 10 ყველაზე დასამახსოვრებელ ფსიქოპათს კინოისტორიიდან:

ალექსი ფილმიდან მექანიკური ფორთოხალი (1971)

მექანიკური ფორთოხალი

ენტონი ბერჯესის რომანით მოხიბლულმა სტენლი კუბრიკმა ეკრანზე გააცოცხლა სასტიკი ფსიქოპათის ისტორია. ალექსი, თავის მეგობრებთან ერთად, მიზანმიმართულად სჩადის ბოროტებას, რითაც თითქოს ამტკიცებს, რომ მექანიკურად მოქმედი არსება არ არის. მისთვის სიცოცხლე და სიკეთე ღირებულებებს არ წარმოადგენს და დაუნდობლად ძალადობს მანამ, სანამ მექანიკურ ფორთოხლად არ აქცევენ…

ფრიც ჰაარმანი ფილმიდან მგლების სინაზე (1973)

მგლების სინაზე

ული ლომელის ფილმი ეფუძნება ნამდვილ ისტორიას სერიულ მკვლელზე, ფრიც ჰაარმანზე, რომელმაც თავის საყვარელთან, ჰანს გრანსთან ერთად 27 ახალგაზრდა დახოცა. ჰაარმანი მკვლელობის შემდეგ თავის მსხვერპლებს ჭრიდა და შავ ბაზარზე საქონლის ხორცად ასაღებდა. ფილმში მის როლს კურტ რააბი ასრულებს, რომელიც ფილმის სცენარისტიცაა.

ტრევის ბიკლი ფილმიდან ტაქსის მძღოლი (1976)

ტაქსის მძღოლი

1976 წელს მარტინ სკორსეზემ შექმნა ფილმი, რომელიც ზუსტად ასახავს თანამედროვე ადამიანის მარტოობასა და იზოლაციას. მართალია, ტრევისი ცდილობს სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, მაგრამ ეს მცდელობები უშედეგოდ სრულდება. ბიკლის ქრონიკული უძილობა აწუხებს და ტაქსის მძღოლი ხდება ღამის ნიუ-იორკში. თუმცა, ნიუ-იორკის ქუჩებში ის სრულიად მარტო რჩება თავის ქაოსურ ფიქრებთან და მასში ბრაზი კიბოსავით იზრდება, სანამ სასტიკად არ ამოხეთქავს… საკულტო ფილმად აღიარებულ ტაქსის მძღოლში მთავარ როლს რობერტ დე ნირო ასრულებს.

ჰენრი ფილმიდან ჰენრი: სერიული მკვლელის პორტრეტი (1986)

სერიული მკვლელის პორტრეტი

ფილმი რეალური სერიული მკვლელის – ჰენრი ლი ლუკასის ისტორიას ეფუძნება. მთავარი გმირი მკვეთრად განსხვავდება სხვა ფსიქოპათებისგან, რომლებსაც ვიცნობთ. მას არ გააჩნია ამბიციები, არ აქვს სამსახური და ადამიანებსაც უბრალოდ კლავს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ფილმის რეჟისორი ჯონ მაკნაუტონია, ხოლო მთავარ როლს მაიკლ რუკერიასრულებს.

ფრენკი ფილმიდან ლურჯი ხავერდი (1986)

ლურჯი ხავერდი

განგსტერული ბანდის ლიდერი, მკვლელი, ნარკოდილერი, სექსუალური მოძალადე – ფრენკი ნამდვილი ფსიქოპათია. ის იტაცებს მომღერლის, დოროთის შვილს და ქალთან სადისტურ სექსუალურ კავშირს ამყარებს. ლურჯ ხავერდს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დევიდ ლინჩის შემოქმედებაში და ერთ-ერთ საუკეთესო ფსიქოლოგიურ ჰორორად ითვლება.

ჰანიბალ ლექტერი ფილმიდან კრავთა დუმილი (1991)

კრავთა დუმილი

კანიბალი სერიული მკვლელი – ჰანიბალ ლექტერი (ენტონი ჰოპკინსი– ალბათ კინოს ისტორიაში ყველაზე გამჭრიახი ფსიქოპათია, რომელიც რეალურ სახეს ოსტატურად მალავს. ჯონათან დემეს ფილმი ერთ-ერთია, რომელიც ამ გმირის შესახებ შეიქმნა. ჰანიბალ ლექტერი თომას ჰარისმა გამოიგონა და მასზე რომანების სერია შექმნა. დემეს გარდა, ჰანიბალზე ფილმები გადაიღეს რიდლი სკოტმა და პიტერ ვებერმა. 2013 წელს კი NBC-მ გამოუშვა სამ-სეზონიანი სერიალი, რომელშიც მთავარ როლს მეს მიკელსენი თამაშობს.

პიტერ ვინტერსი ფილმიდან სუფთა, გაპარსული (1993)

სუფთა, გაპარსული

პიტერ ვინტერსი სასოწარკვეთილი ცდილობს, ნორმალურად იცხოვროს. თუმცა, რა არის ნორმალური ბავშვების მკვლელი შიზოფრენიკისთვის? ეს ფილმი ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორია შეშლილობა. ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც ხედავს ვინტერსი. ესაა ბრაზითა და შიშით სავსე სამყარო, სრული ქაოსითა და არეულობით.

ჯონ დოუ ფილმიდან შვიდი (1995)

შვიდი

კევინ სპეისის მიერ განსახიერებული ჯონ დოუ ნამდვილად საშიში ფსიქოპათია, რომელიც მსხვერპლებს შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის მიხედვით არჩევს. ამ მისტიკური მკვლელობების გახსნას კი ორი დეტექტივი – სომერსეტი (მორგან ფრიმენიდა მილსი(ბრედ პიტი) ცდილობს. შვიდის ფინალი ერთ-ერთი საუკეთესო ტვისტია, თვითონ ფილმი კი ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგიური თრილერი კინოს ისტორიაში.

ანტონ ჩიგური ფილმიდან მოხუცების ადგილი აქ არ არის (2007)

ანტონ ჩიგური

ანტონ ჩიგური, რომლის როლსაც ხავიერ ბარდემი ასრულებს, მართლაც რომ ეშმაკის სახეა. ის სერიული მკვლელის ახალი ტიპაჟია, რომელსაც თავისი მორალური კოდექსი აქვს. მისი შეჩერება აბსოლუტურად არავის და არაფერს ძალუძს. ჩიგური, ფაქტობრივად, ანომალიაა. ის ძალიან ცოტას ლაპარაკობს, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და მისთვის მსხვერპლის არც სქესსა და არც ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. ძმებმა კოენებმა ანტონ ჩიგურის სახით შექმნეს უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო ანტიგმირი კინოს ისტორიაში.

ჯოკერი ფილმიდან ბნელი რაინდი (2008)

ბნელი რაინდი

ჰანიბალ ლექტერის მსგავსად, ჯოკერიც ბევრ ფილმში ჩნდება, თუმცა კრისტოფერ ნოლანისბნელ რაინდში – ჰიტ ლეჯერის მიერ განსახიერებული ჯოკერი მაინც ყველაზე დაუვიწყარია. მსახიობმა ქაოსური და იდუმალი ფსიქოპათი შექმნა. როგორც ნოლანმა თქვა: ის ისეთი დამნაშავეა, რომლისთვისაც ლოგიკა და ჯანსაღი აზრი არ არსებობს. ბეტმენი მოწინააღმდეგეებს მათი ფარული შიშის ამოცნობის შემდეგ ამარცხებს, მაგრამ ჯოკერთან ამ მეთოდის გამოყენება შეუძლებელია. ჯოკერი თავად არის შიში.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here