ყველაზე უცნაური შეთქმულების თეორიები მსოფლიოში

0
350

დღევანდელი მსოფლიო გაჯერებულია დაუჯერებელი შეთქმულების თეორიებით. არსებობს უამრავი გამაოგნებელი ინფორმაცია ცნობილ ადამიანებსა თუ ისტორიულ მოვლენებზე, რომელიც დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი გამყარებულია ფაქტებიტაც, რაც ძალიან საინტერესოა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ისეთ თეორიას, რომელიც კარგა ხანია არსებობს.


სინამდვილეში პოლ მაკარტნი კარგა ხნის მკვდარია


შეთქმულების თეორიების მხარდამჭერები დარწმუნებულნი არიან, რომ 1966 წელს ბითლზის წამყვანი მომღერალი პოლ მაკარტინი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. მას შემდეგ იგი შეიცვალა მსგავსი გარეგნობისა და ხმის ტემბრის ორეულით. თეორია ეფუძნება “მინიშნებებს”, რომლებიც დამალულია ისეთ სიმღერებში, როგორებიცაა
She’s Leaving Home (“ის ტოვებს სახლს”). სიმღერა იწყება სიტყვებით “ოთხშაბათს დილით ხუთ საათზე”, რაც მიუთითებს მაკარტნის გარდაცვალების ზუსტ დროს.


სინამდვილეში ტიტანიკი არ ჩაძირულა


ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ტიტანიკის ტრაგედია არ მომხდარა, ეს იყო მისი უფროსი ძმა, ლაინერი – “ოლიმპიკი”. წიგნში “ტიტანიკი: გემი, რომელიც არასდროს ჩაიძირულა”, რობინ გარდინერი განმარტავს, რომ მთელი ამბავი სადაზღვევო თაღლითობა იყო. “ოლიმპიკი” 1911 წელს უბედური შემთხვევის შედეგად დაზიანდა და სადაზღვევო კომპანიამ კომპენსაციის გადახდაზე უარი განაცხადა. ფულის მისაღებად, კომპანიამ წარმოადგინა “ტიტანიკი”, სრულიად ახალი ლაინერი დაზიანების გარეშე, და “ოლიმპიკი” გააგზავნა ტრანსატლანტიკურ რეისში ნაცვლად მისი უმცროსი ძმის – “ტიტანიკისა”.


დაგეგმილი იყო, რომ “ოლიმპიკი” ნელა და ფრთხილად ჩაძირულიყო სხვა ხომალდთან ახლოს, რაც მგზავრთა და ეკიპაჟის წევრთა სწრაფად გადარჩენის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, კონსპიროლოგების მტკიცებით, ხომალდი შეეჯახა სხვა, გაცილებით პატარა ხომალდს (არა აისბერგს) და მოხდა ისეთი რამ, როგორიც არ იყო დაგეგმილი.


როგორ გადაიღეს ფილმი ” დაჯდომა მთვარეზე”


შეთქმულების თეორიების მომხრეები ამტკიცებენ, რომ NASA- მ რეჟისორი სტენლი კუბრიკი დანიშნა, რათა მას დაედგა და გადაეღო მთელი სცენა. ფილმის “Space Odyssey of 2001” შემდგომ სააგენტოს ხელმძღვანელობამ ის მიიჩნია შესაფერის კანდიდატურად ჰოლივუდის ისეთი დეკორაციების შესაქმნელად, რომლებიც მთვარის ზედაპირს ჰგავს. ამდენად, ამ თეორიის მიხედვით, ყველაფერი, რაც ზოგადად ხალხმა იხილა მთვარეზე დაჯდომის შესახებ, არის ჰოლივუდის რეჟისორის ფილმიდან. თავად კუბრიკმა მინიშნებებიც კი დატოვა ამ თემაზე , თავის ფილმში “The Shining”.


რეპტილიები ჩვენ შორის

ბი აცხადებენ, რომ ჰუმანოიდები დედამიწაზე ცხოვრობენ და კაცობრიობის დამონებას გეგმავენ. დავით აიკი ამ თეორიის რუპორი გახდა მისი წიგნის “ყველაზე დიდი საიდუმლო” გამოქვეყნების შემდეგ. მასში ის აცხადებს, რომ ბევრი ცნობილი სახე არის რეპტილია და ისინი არიან ტრაგიკული მოვლენების მიზეზი ჩვენი სამყაროში. ამ ქმნილებებს აქვთ უნარი შეცვალონ თავიანთი ფორმა და წარმოაჩინდნენ ადამიანებად. რეპტილიური რასის ერთ-ერთი ასეთი წარმომადგენელად მან კრის კრისტოფერსონი დაასახელა.


სტივ უანდერი ბრმა არ არის, ის ყველაფერს ხედავს


ზოგიერთის აზრით, არსებობს მტკიცებულება, რომ სტივი უანდერი არ არის უსინათლო. ერთხელ მან დაიჭირა მიკროფონის სადგარი, რომელიც ძირს ეცემოდა , გარდა ამისა, მას მოსწონს წინა რიგებში ჯდომა, და ბავშვობაში იყო ცნობილი ხულიგანი. იმას, რომ იგი ალბათ ადაპტირებულია დანარჩენი გრძნობის ორგანოებით, რომ სიბრმავე შეავსოს, შეთქმულების თეორეტიკოსები არად დაგიდევენ.


ცნობილმა რეპერმა – თუფაქმა საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო


1996 წლის 7 სექტემბრის საღამოს, ცნობილი ამერიკელი რეპერის მანქანას თეთრი კადლიკაკი მიუახლოვდა, საიდანაც 14 ტყვია გაისროლეს. მას შემდეგ, შეთქმულების თეორეტიკოსებმა “ნაწილებად დაშალეს” ეს ინციდენტი იმის გასაგებად, თუ რა მოხდა. ზოგი რამ მათთვის აუხსნელი დარჩა. მაგალითად, Tupac- ის ბოლო ფოტო 1996 წლის 8 სექტემბრის, მკვლელობის მომდევნო დღითაა დათარიღებული. სხვა მაგალითები: სიმღერებში მისი სიკვდილის შესახებ მინიშნება და მისი სიმაღლისა და წონის არასწორად აღნიშვნა ექსპერტიზის მიერ. კონსპიროლოგებმა გააკეთეს დასკვნა, რომ თუფაქი ცოცხალია და კუბაში იმალება.


მერლინ მონრო ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამსახურის აგენტებმა მოკლეს


1962 წლის 5 აგვისტოს შემდგომ, როდესაც დამლაგებელმა საძინებელში მერლინის ცხედარი აღმოაჩინა, არ წყდება კამათი მისი სიკვდილის გარემოებათა შესახებ. ოფიციალური ვერსიით ის ანტიდეპრესანტების გადაჭარბებულმა დოზამ იმსხვერპლა. ხოლო კონსპიროლოგების მტკიცებით, ის ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამსახურის აგენტებმა მოკლეს, რათა მას პრეზიდენტ კენედისა და მისი ურთიერთობის დეტალები არ გაესაჯაროებინა. მეორე ვერსიით იგი საკუთარმა მკურნალმა ექიმმა მოკლა, ხოლო არიან ადამიანები, ვისაც სჯერა, რომ მსახიობი უცხოპლანეტელებმა მოიტაცეს და მისი უსულო კლონი კი დედამიწაზე დატოვეს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here