დღის ჰოროსკოპი – 23 მარტი

0
1199

ვერძი
ჯანმრთელობა:
 ეცადეთ, 8 საათის განმავლობაში მაინც იძინოთ ღრმა და მშვიდი ძილით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ორგანიზმი ძალების აღდგენას ვერ მოასწრებს და მთელი დღის განმავლობაში სისუსტეს იგრძნობთ. 
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეთ და თითოეულ საქმეში ეძებოთ მახე. როგორც ჩანს, ძალიან საინტერესო და დამაიმედებელ საქმეშიც კი შეიძლება, წაიბორძიკოთ. 
სიყვარული: თქვენი ინტუიცია დღეს განსაკუთრებით სანდო იქნება. აუცილებლად გამოიყენეთ ეს შანსი თქვენც და თქვენმა მეორე ნახევარმაც.

კურო
ჯანმრთელობა:
 ესთეტიკურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა თქვენთვის დღეს მარტივი იქნება. ასე რომ, თუ ბოლო დროს თქვენი კანის ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევდით, დროა, ამ საქმეს აქტიურად მიხედოთ. 
კარიერა: ბედმა გადაწყვიტა, გაწეული სამსახურისთვის დაგაჯილდოოთ, ასე რომ, სასიამოვნო სიახლეებს ელოდეთ. 
სიყვარული: დღეს ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი გელით, თუმცა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ სასიამოვნო მოულოდნელობებს ნუ დაელოდებით. თქვენი ოცნების ასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.

ტყუპები
ჯანმრთელობა:
 თუ სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება ალკოჰოლის დახმარებით გაქვთ გადაწყვეტილი, ამ იდეაზე უარი უნდა თქვათ. ალკოჰოლური სასმელი კარგს არაფერს მოგიტანთ, თქვენს ორგანიზმს კი საგრძნობლად ავნებს. 
კარიერა: მეთოდურად, მშვიდად და გონივრულად იმოქმედეთ. ერთდროულად ბევრ საქმეს ნუ შეეჭიდებით. თანდათანობით მოაგვარეთ პრობლემები. თავი შეიკავეთ კრედიტების აღებისგან. 
სიყვარული: სუფთა ჰაერზე აუცილებლად უნდა გაატაროთ დრო, თქვენ კი მთელი დღე კომპიუტერთან ზიხართ. გამორთეთ ყველა მოწყობილობა და სასეირნოდ მოემზადეთ! მოჰკიდეთ ხელი თქვენს საყვარელ ადამიანს და დაგეგმეთ ქალაქგარეთ პიკნიკი.

კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
 ეცადეთ, სამსახურში თავი ნაკლებად დაიტვირთოთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას და გონივრულად მოეკიდეთ ორგანიზმის მიერ მოცემულ ყოველ სიგნალს.
კარიერა: თქვენს ხელმძღვანელს გაუჭირდება გასაგებად ახსნა იმისა, რას ითხოვს თქვენგან. არავითარ შემთხვევაში არ მოაბეზროთ თავი კითხვებით. ეცადეთ, თავად განსაზღვროთ თქვენი მუშაობის მიმართულება. 
სიყვარული: კირჩხიბებს ოჯახურ ასპარეზზე სხვადასხვა მნიშვნელობის პრობლემებთან გამკლავება მოუწევთ. განსაკუთრებით გაუჭირდებათ მათ, ვინც სულ ახლახან შექმნა ოჯახი. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენს შეცდომებზე ისწავლოთ, თუმცა სხვათა მაგალითებიც სასარგებლო უნდა იყოს თქვენთვის.

ლომი
ჯანმრთელობა:
 დღეს თქვენი ორგანიზმი შეშუპებისკენ იქნება მიდრეკილი. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ძილის წინ არაფერი დალიოთ და მარილის რაოდენობა შეზღუდოთ დღის რაციონში. 
კარიერა: თავი შორს დაიჭირეთ კონფლიქტისა და დავისგან. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების გარჩევის დრო არ არის. არავითარ შემთხვევაში არ მიუთითოთ დირექტორს თავის შეცდომებზე!
სიყვარული: ერთადერთი გამოსავალი დასვენებისთვის ბებიასთან წასვლაა სოფელში. გაითვალისწინეთ! სხვაგვარად სულიერად განტვირთვას ვერ მოახერხებთ.

ქალწული
ჯანმრთელობა:
 თქვენი ჯანმრთელობა დღის განმავლობაში სტაბილურად შენარჩუნდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარისკვა ღირს. მოუფრთხილდით თავს!
კარიერა: წუთითაც ნუ გადაიტანთ ყურადღებას სამუშაოდან სხვა რამეზე, ფანჯარაში გახედვის გამოც კი. როგორც კი ოფისის გარეთ არსებულ სიტუაციას შეამჩნევთ, გარეთ გასვლა მოგინდებათ, თქვენ კი ამას მაინც ვერ შეძლებთ და აჯობებს, გული ტყუილად არ დაიწყვიტოთ. რაც უფრო მალე დაასრულებთ საქმეს, მით მალე დააღწევთ თავს დამღლელ სამუშაოს. 
სიყვარული: რაც არ უნდა მოხდეს დღეს თქვენს ცხოვრებაში, კიდევ უფრო დაგაახლოებთ. ნუ შეუშინდებით სირთულეებს. მათთან გამკლავებას ერთად მარტივად შეძლებთ.

სასწორი
ჯანმრთელობა: გაესინჯეთ ყველა სპეციალობის ექიმს, ყველა ტიპის დაავადებაზე. შემდეგ ალტერნატიულ მედიცინას მიმართეთ და ექსტრასენსებს სთხოვეთ, გამოგიკვლიონ. იმისთვის, რომ ბოლომდე იყოთ დარწმუნებული თქვენს ჯანმრთელობაში, ეს ნაბიჯები 2-ჯერ გაიმეორეთ. და ეს ყველაფერი ერთ დღეში, აბა, თქვენ რა გეგონათ?
კარიერა: სანამ კარიერული საფეხურების დაპყრობაზე ფიქრობთ, ყურადღებით დააკვირდით თქვენს მეგობრებს. შესაძლოა, ისინია ის საფეხურები, რომელთა ერთობაც, თქვენს კვალიფიციურობასთან ერთად, წარმატებას მოგიტანთ. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება იმის გააზრება, რომ რეალურად ძვირფასია თქვენთვის. ამის დასამტკიცებლად ძალები არ დაიშუროთ!

მორიელი
ჯანმრთელობა: დილით, შესაძლოა, სახეზე შეშუპება და აშკარა დაღლილობის ნიშნები შენიშნოთ. თავის სწრაფად მოსაწესრიგებლად, სახე ყინულის კუბებით დაიბანეთ. 
კარიერა: ყველაფერი ისე არ გამოვა, როგორც გეგმავდით. ეცადეთ, მომავალი გეგმების დასახვისას ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილოთ და წარმატებისა და წარუმატებლობის პროცენტული შანსები გაითვალისწინოთ. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანთან სერიოზული დიალოგი გელით. საუბარს თავს ვერ აარიდებთ, პრინციპში, ამის მიზეზი არც გაქვთ. საგანგაშოს ვერაფერს შეიტყობთ, თუმცაღა სიახლეზე რეაგირება ძალიან სწრაფად მოგიწევთ.

მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: მაშინაც კი, თუ იფიქრებთ, რომ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს, ნუ იტყვით უარს არჩეულ კურსზე. შედეგებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. 
კარიერა: კარგი იქნება, თუ დღეს თქვენი სამუშაო ადგილის სიმყუდროვეზე იზრუნებთ. შეცვალეთ ინტერიერი, იყიდეთ დეკორისთვის ნივთები, რომლებიც გამუდმებით იზრუნებს თქვენს განწყობაზე. გახსოვდეთ, თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, მუშაობა ძალიან გაგიჭირდებათ. 
სიყვარული: დღეს შესანიშნავი დღე იქნება ხანგრძლივი განშორების შემდეგ ძველ ნაცნობებთან ახალი ხიდების გასადებად. ვარსკვლავები მომგებიან მეგობრობას გიწინასწარმეტყველებენ.

თხის რქა
ჯანმრთელობა: მოუსმინეთ მხიარულ და მსუბუქ სიმღერებს. ასე თქვენს ცხოვრებაში საჭირო პოზიტივის არსებობას თავადვე უზრუნველყოფთ. 
კარიერა: დღეს გამორჩეულად თამამი, მშვიდი და თავდაჯერებული იქნებით. თქვენს საქმიან პარტნიორებს გაუჭირდებათ თქვენს შემოთავაზებებზე უარის თქმა. გამოიყენეთ ეს შანსი წარმატებული კონტრაქტების გასაფორმებლად. 
სიყვარული: თქვენს მეორე ნახევარსა და თქვენს მშობლებს ურთიერთობა დაეძაბებათ. მოსალოდნელია კონფლიქტი, რომლის მოგვარებაც მთლიანად თქვენზე იქნება დამოკიდებული.

მერწყული
ჯანმრთელობა:
 დროა, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ, რათა დროულად აიცილოთ თავიდან უსიამოვნებები. 
კარიერა: დღეს თავაუღებლად მოგიწევთ მუშაობა. თქვენი კონკურენტები ჩასაფრებული ელიან, როდის დაუშვებთ თქვენთვის საბედისწერო შეცდომას. ნუ მისცემთ მათ სიხარულის საბაბს. 
სიყვარული: თავს მარტოსულად იგრძნობთ თქვენი საყვარელი ადამიანის მკლავებშიც კი. ამის შესახებ ხმამაღლა ნუ იტყვით. მალე მიხვდებით, რომ ცდებით, საყვარელ ადამიანს კი შეიძლება გული ძალიან ატკინოთ.

თევზები
ჯანმრთელობა:
 დღეს თქვენს სახსრებს მიაქციეთ ყურადღება, განსაკუთრებით, მუხლებსა და წვივებს. 
კარიერა: თუ პატიებას შეძლებთ, თქვენი სამუშაო დღე ძალიან წარმატებული იქნება. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ძალთა მოზღვავებას იგრძნობთ, რაც ახალი მწვერვალების დაპყრობაში დაგეხმარებათ. 
სიყვარული: თქვენმა საყვარელმა ადამიანმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მას თქვენი დახმარება აუცილებლად დასჭირდება. თუკი გთხოვთ, გადადეთ ყველა საქმე, ყურადღებით მოუსმინეთ და დაეხმარეთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here