ქართველი ჩოგბურთელი მაიამის ტურნირის მერვედფინალში გავიდა

0
260

„მასტერსის“ მეოთხედფინალში გასვლისთვის ქართველი სპორტსმენი შეხვდება კანადის წარმომადგენელს დაუპირისპირდება.

. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგში მე-19 ადგილი) მაიამიში „მასტერსის” სერიის ტურნირის მერვედფინალში გავიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველმა ჩოგბურთელმა მესამე წრეზე ჰოლანდიელი რობინ ჰაასე (65) ორ სეტში ანგარიშით 7:6, 6:3 დაამარცხა. მატჩი საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა.

ბასილაშვილმა მაიამის ტურნირის მერვედფინალში გასვლით 90 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 91 ათასი დოლარი მოიპოვა. დიდი ალბათობით ქართველმა სპორტსმენმა АТР-ის განახლებულ რეიტინგშიც გაიუმჯობესა პოზიციები, რომელიც ორშაბათს, 1 აპრილს გამოქვეყნდება.

„მასტერსის” მეოთხედფინალში გასვლისთვის ბასილაშვილი კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს (57) შეხვდება, რომელმაც ორ სეტში (7:6, 6:4) პოლონეთის წარმომადგენელი დაამარცხა.

Miami Open 31 მარტამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 9,3 მილიონ დოლარს შედგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებული ამერიკელი ჯონ იზნერი.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here