დაპირისპირება ტაქსის მძღოლებსა და პოლიციას შორის – დაკავებულია აქციის ერთი მონაწილე

0
393

დაპირისპირება ტაქსის მძღოლებსა და სამართალდამცავებს შორის – დაკავებულიასაპტროტესტო აქციის ერთი მონაწილე. ტაქსის მძღოლები აქციას ორ ლოკაციაზე მართავენ. ისინი რუსთაველის გამზირსა და რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები. სწორედ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მოხდა შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. დაპირისპირებას კი ტაქსის მძღოლების მხრიდან გზის გადაკეტვის მცდელობას მოჰყვა რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები ახალი რეგულაციების 2025 წლამდე გადავადებას მოითხოვენ.

ტაქსის მძღოლებს სოლიდარობას უცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე. შალვა ნათელაშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა.

„ჩვენი თავისუფლება, ჩვენი კეთილდღეობა ჩვენ მომავალი ჩვენს ხელშია. სახლში ნუ ვზივართ და ტელევიზორიდან ნუ ვუყურებთ ამას ყველაფერს.  გავზარდოთ ტაქსისტების ეს აქცია საყოველთაო  სახალხო საპროტესტო აქციაში. ორ კვირაში დავამთავრებთ ამ ბანდით ივანიშვილს. მას უკან მივაყოლებთ კალაძეებს და მთელს ამ ხროვას და დაისვენებს, ამოისუნთქებს ქვეყანა,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here