ზვიად გამსახურდიას ვერ აპატიეს, რომ მას ჰქონდა ბევრად უფრო დიდი იდეა, ვიდრე ხელისუფლება – მიხეილ სააკაშვილი

0
417

ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით ამ წუთებში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია იმართება. ღონისძიებას სანდრა რულოვსი მასპინძლობს. შეხვედრის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. მან ასევე გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხიბულაში ჩავიდა და ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიებაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მიუღებელია ასეთ განცხადებები იმ ადამიანებისგან, რომლებიც მტრების სასარგებლოდ მოქმედებენ.

„ზვიად გამსახურდია იყო და არის ჩვენი ეროვნული გმირი. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ოფიციალურად საქართველოს სახელმწიფომ მიანიჭა მას ეროვნული გმირის წოდება. ამას აქვს თავისი კონკრეტული მიზეზები. საქართველო იყო ერთ-ერთი ძალიან იშვიათი გამონაკლისი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა მოიპოვა საკუთარი ბრძოლით და იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის ლიდერი მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში და ამ ბრძოლის მთავრი სიმბოლოები იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ის, რაც ვერ აპატიეს გამსახურდიას, იყო მხოლოდ ის კი არა რომ მან მიაღწია რაღაცას საქართველოში, ვერ აპატიეს, რომ მას ჰქონდა ბევრად უფრო დიდი იდეა ვიდრე ხელისუფლება. ხელისუფლება საერთოდ არ იყო მისი იდეა. გამსახურდიას იდეა საქართველოს თავისუფლებასთან ერთად, იყო ერთიანი კავკასიური სახლი, ერთიანი ფრონტის შექმნა.

იმდენად არ გამოცვლილა ის მეთოდები რითაც ისინი იბრძვიან, იმდენად არ გამოცვლილა ეს ხალხი, უბრალოდ ცოტა უფრო გაჭაღარავდა ჩვენსავით, ცოტა უფრო ასაკში შევიდა მაგრამ მეთოდები იგივეა და მათი კომკავშირელი შვილები იგივე მეთოდებით იღებენ მათგან და ისევე აგრძელებენ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here