აპრილის თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

0
910

როგორც ჩანს, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ზოდიაქოს ნიშნები გამოფხიზლებას დაიწყებენ და პირად ცხოვრებაში ბევრ მათგანს სასიამოვნო სიახლე ელის.

ვერძი 
– 5 აპრილს მზის დაბნელება იქნება, რაც ვერძის ზოდიაქოზე განსაკუთრებულად იმოქმედებს.
ამ პერიოდში ზოდიაქოს პირველი ნიშანი უფრო მეტად უნდა გაფრთხილდეს, ვიდრე აქამდე. არ არის გამორიცხული, რომ ეს ეტაპი იყოს რომანტიზმით აღსავსე.
5 აპრილიდან 1 კვირის განმავლობაში სჯობს დასახოთ სტრატეგია, თუ როგორ უნდა მოიპოვოთ საპირისპირო სქესის გული და შემდეგ უკვე შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ. 

კურო – მას არ მოუწევს იმაზე დარდი, თუ როგორ შეიმუშავოს გეგმები და სტრატეგიები რომანტიკული ფრონტის ხაზზე.
2019 წლის აპრილი გპირდებათ, რომ ნაკლებად გაეხვევით ტყუილ დაპირებებში.
საპირისპირო სქესის ადამიანები მოინდომებენ თქვენ გაცნობას და მათი რიცხვი გაიზრდება.
თუმცა, მათ შორის გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება. ვისზეც არჩევანს შეაჩერებთ, ეცადეთ, რომ ძალიან ახლოს გაიცნოთ. გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა იმდენი საერთო ერთმანეთთან, რომ საბოლოოდ ოჯახის შექმნაზე იფიქროთ. ისაუბრეთ ოჯახზე, ბავშვების აღზრდაზე და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე. ეს საუკეთესო გზა იქნება იმისთვის, რომ გაერკვეთ.

ტყუპები – აპრილის დასაწყისში მარსი ტყუპების ზოდიაქოში იმყოფება. ამ პლანეტასთან კავშირი კი საუკეთესო დასაწყისია, რადგან შეგმატებთ ენერგიას გამარჯვებისთვის.
თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ მარსი რთული მოკავშირეა, რაც გაძლევთ იმპულსს იმისთვის, რომ თქვენს თავთან საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი იყოთ.
თუ საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მიმართ ობიექტურობას გამოიჩენთ, მასთან ურთიერთობა არ გაგიფუჭდებათ.
გეძლევათ იმის შანსი, რომ მგრძნობიარე და ბედნიერებით აღსავსე ურთიერთობა მოიპოვოთ.

კირჩხიბი – აპრილის თვეში ეძლევა შანსი რომანტიკულ ურთიერთობებში. მეგობრების წრეში, სამუშაო გარემოში ან სხვა ადგილას ექნება იმის პერსპექტივა, რომ აღმოაჩინოს ადამიანი, რომელიც ძლიერ და ნამდვილ სიყვარულს აჩუქებს.
მათი დაახლოება საკმაოდ სწრაფად მოხდება. 20 აპრილამდე საუკეთესო პერიოდი აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს.

ლომი – ციური სხეულები მიუთითებენ, რომ 2019 წლის აპრილი მარტივი თვე არ იქნება.
მხოლოდ ავტორიტეტი და პიროვნული თვისები არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მოიზიდოს. აუცილებელია დიდი ძალისხმევა, რომ ლომს მინიმუმ ყურადღება მაინც მიაქციონ. არსებობს იმის ილუზორული, თუმცა კონკრეტული შანსი, რომ ამ თვეში ლომის ზოდიაქოს წარმომადგენლებს სიყვარული ეწვიოთ.

ქალწული – რეკომენდებულია მაქსიმალურად ეცადოთ, რომ მეორე ნახევრის ძიების დროს შეცდომა არ დაუშვათ. მცდელობა არ უნდა დააკლოთ. 
ეცადეთ, აჩვენოთ თქვენს პარტნიორს, რომ თვინიერი ხართ და უფრო მეტი თავისუფლება მიეცით. არსებობს ასეთი გამონათქვამი: „მიეცი ადამიანს მეტი ჰაერი“ – დიახ, სწორედ ეს შემთხვევაა ახლა. 
ამის შემდეგ პარტნიორი მადლობელი დაგრჩებათ და ნდობას გამოგიცხადებთ. 
თვის ბოლოს რომანტიკამ შესაძლოა მაქსიმუმს მიაღწიოს.

სასწორი – გარშემო უამრავი შესაძლო პარტნიორი შეიძლება ტრიალებდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი იდეალურად შეგეფერებათ.
რა თქმა უნდა, ამის დაშვება შესაძლებელია, მაგრამ რატომ? თქვენთან ახლოს შეიძლება არსებობს ადამიანი, რომელიც თქვენთვის სხვებზე მეტადაა შესაფერისი.
აპრილის თვე გაძლევთ შესაძლებლობას, რომ შეცვალოთ თქვენი პირადი ცხოვრება და სიახლეებს კარი გაუღოთ.

მორიელი – აპრილის თვე მორიელს ბევრ სხვადასხვა სფეროში მოუტანს წარმატებას. მათ შორის არც რომანტიკული ურთიერთობებია გამონაკლისი. სასიყვარულო ურთიერთობები განვითარებას ნელ-ნელა დაიწყებს, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ, რადგან ამ ყველაფერს, დიდი ალბათობით, ბედნიერი მომავალი შეიძლება ახლდეს.
ეს ყველაფერი შეგვიძლია შევადაროთ ლამაზ ზღაპარს, ოღონდ ისეთს, რომელშიც ყველაფერი ბოლომდე დაგეგმილი არაა.

მშვილდოსანი – სიყვარულის პლანეტა ვენერა მშვილდოსნის ზოდიაქოს ამ თვეში დიდ წარმატებებს მოუტანს. თუ აქამდე ბევრ პასუხგაუცემელ კითხვასთან ჰქონდათ საქმე, აპრილის ბოლოს ლოგიკურ პასუხებამდე მივლენ.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ზოგიერთ წარმომადგენელს ურჩევნია, რომ ეს საქმე შემდეგისთვის გადადოს, რათა წაგებული არ დარჩეს.
ვენერა მხოლოდ სიყვარულის პლანეტა კი არაა, ის აგრეთვე ინსპირატორიცაა. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ენერგია შეგიძლიათ შემოქმედებითობასაც მეტად მოახმაროთ.

თხის რქა – ამ თვეში თხის რქას ზეციური სხეულები ჰპირდებიან, რომ ბევრ საინტერესო გამოცდილებას მიიღებს.
ეს ემოციები სასიამოვნო იქნება და დადებითად განაწყობს. საპირისპირო სქესთან დაწყებული ურთიერთობა უშუალო იქნება. 
ბევრი მათგანი ახალ ურთიერთობებს დაიწყებს და მათ ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი იქნება.

მერწყული – ამ თვეში მას დიდძალი ენერგიიის გამოყენება დასჭირდება. ურთიერთობები მეტწილად მოგვარებული აქვთ. მერწყული რომანტიკული პარტნიორისგან მხარდაჭერას მიიღებს. ამის მიუხედავად, შეიძლება დარჩეს შეკითხვები, რომლებზე პასუხის მიღებაც ძალიან სჭირდება.
მარტოხელა მერწყულები გულგატეხილები არ უნდა იყვნენ, რადგან ის, ვინც მათ მხარდაჭერას გამოუცხადებს, სავარაუდოდ, მათი მეორე ნახევარი გახდება. აპრილის თვე პერსპექტიულ ურთიერთობებს ჰპირდება. 

თევზები – 2019 წლის აპრილში არის შანსი სიყვარულის პოვნის, თუმცა მცირე. 
უფრო მეტად წარმატებები ელით მათ, ვინც ურთიერთობა ცოტა ადრე წამოიწყო. ახალ ნაცნობებთან სიფრთხილე მართებთ. აუცილებელია მათი განზრახვების ცოდნა და სჯობს, რომ არ აჩქარდნენ. ასეთ შემთხვევაში ხელსაყრელი სცენარის განვითარებას შეგვიძლია ველოდოთ.
როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ – ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშანი ამ რამდენიმე თვის მანძილზე იპოვის მეორე ნახევარს, რაც მოგვიანებით ბედნიერ და ხანგრძლივ ქორწინებამდე მიიყვანს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here