ტოპ 3 ვარცხნილობა და ფერი ქართველი სტილისტების რჩევით, რომელიც 2019 წლის ტრენდია

0
692

თუ გასული წლების განმავლობაში მოკლე ვარცხნილობები და თმის ცივი, ფერადი ფერები იყო მოდაში, ახლა ტრენდული საშუალო და გრძელი, მძიმე თმა არის, რომელსაც ბუნებრივი შეფერილობა აქვს. წელს აქტუალური იქნება ბუნებრივთან მიახლოებული თბილი და ნატურალური ფერები, როგორიცაა ყავისფერი, კონიაკისფერი, ფერფლისფერი, კარამელისფერი. სწორედ ამ ფერების სხვადასხვა ტონალობის გამოყენებით, თქვენი თმა მოდური და მომხიბვლელი იქნება.

2019 წლის ყველაზე ტრენდული თმის ფერები ასე გამოიყურება:

გიორგი ხიდიროვი, რომელიც დღეს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სტილისტი და კოლორისტია, აღნიშნავს, რომ თმა უნდა იყოს მასიური და ათხელებული ვარცხნილობები მოდური აღარაა.

გიორგი ხიდიროვი
„მხრებამდე ან ცოტა კიდევ უფრო გრძელი თმა არის მისაღები. ასევე მოდურია “ჩოლკაც”, თუმცა ესეც უნდა იყოს გრძელი. ზოგადად, ქართველი ქალები ძალიან ღიანი არიან სიახლეების მიმართ და ჩვენი, სტილისტების რჩევებსაც ყოველთვის იღებენ. ჩემთან ხშირად მოდიან ფოტოებით, წინასწარ მოფიქრებული აქვთ, თუ რა სურთ. მაგრამ აუცილებლად ითვალისწინებენ ჩემს რჩევასაც. ზოგადად, სტილისტისა და მომხმარებლის დეტალური გასაუბრების, ანუ კონსულტაციის გარეშე სასურველი შედეგის მიღება წარმოუდგენელი მგონია. თუმცა სასურველი შედეგის მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს გამოყენებული პროდუქციის ხარისხსაც. აუცილებელია, რომ თმის საღებავმა ფერების თავისუფლება მოგცეს და შეზღუდვები არ დაგიწესოს. არსებული ფერების კომბინაციითა და საკუთარი რეცეპტებით ვახერხებ მივიღო სასურველი შედეგი. ბოლო პერიოდში ვიყენებ Wella Koleston Perfect-ს, რომელიც მრავალფეროვანი და მდგრადი შეღებვისთვის მართლაც საუკეთესოა. აღნიშნული საღებავი ბრენდის ბოლო პროდუქტია, რომელმაც დიდი ცვლილება განიცადა და შეღებვა მართლაც სხვა საფეხურზე აიყვანა. ეს საღებავი, პირველ რიგში, სასურველი ფერის მიღების საშუალებას მაძლევს, მერე კი ეს ფერი დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება. თმა არის ჯანმრთელი და ბზინვარე. პრობლემები, რომლებსაც ადრე თმის შეღებვა ქმნიდა ხოლმე, სრულიად მოხსნილია. Wella Koleston Perfect-ის საშუალებით ხშირად ვაკეთებ მელირებას, რომელშიც ტონების მრავალფეროვნება და ბუნებრივი გადასვლებია. კარგი შეღებვის მერე კი კარგი მოვლის საშუალებების გამოყენებაა აუცილებელი,“ – განმარტავს გიორგი ხიდიროვი.

როგორც კიდევ ერთი ტოპ-სტილისტი ედო მალხასიანი განმარტავს, წელს აქტუალობას არ კარგავს ომბრეს ტიპის მელირებები. 
„მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში, ტრენდულია ღია ფერები, განსაკუთრებით კი, ფერფლისფერი. მოდიდან არ გადადის ქერაც. ბოლო 3-4 წელია უპირატესობას ანიჭებენ ძირითადად გრძელ თმას, ომბრეს სტილში, რაც წელსაც შენარჩუნებული იქნება. ერთია, რა არის მოდაში და მეორეა, რამდენად გაქვს ამ შედეგის მიღების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქციას, რომლითაც კოლორისტი მუშაობს. შეღებვისას განსაკუთრებული პრობლემა სიყვითლის დაძლევა არის ხოლმე. მე პირადად ეს პრობლემა WellaIllumina-მ გადამიჭრა. ეს საღებავი ბზინვარებას და მდგრად ფერს ანიჭებს, რაც მთავარია, თმა არ უხეშდება. თუ თმა კარგად არის გაღიავებული, ფერის განახლება შეიძლება 1 წელიც კი არ გახდეს საჭირო. ამ შედეგის მისაღწევად აუცილებელია კარგი შამპუნი და თმის ნიღაბი, რომელსაც სტაბილიზატორის ფუნქცია ექნება. შეღებილ თმას ძალიან აფუჭებს ცხელი წყალი და თმის უთოს ხშირი გამოყენებაც,“ – განმარტავს ედო მალხასიანი.

ედო მალხასიანი

ედო მალხასიანი
საინტერესოა, რომ თუ წლების წინ საღებავს უმეტესად ჭაღარის დასაფარად იყენებდნენ, ახლა თმის შესაღებად გაჭაღარავებას თითქმის აღარავინ ელოდება. ასე მოხდა თამთა მიდელაშვილის შემთხვევაშიც. მან ჯერ სასურველი თმის ფერი შეარჩია, შემდეგ სოციალურ ქსელებში მიღებული კონსულტაციის საფუძველზე ედოსთან მივიდა თმის შესაღებად. თუმცა ედომ მას თმის სულ სხვაფრად შეღებვა შესთავაზა, რაზეც თამთა დათანხმდა და შედეგითაც კმაყოფილია.

„ამ საკითხს დიდი სიფრთხილით მოვეკიდე. ჯერ ძალიან ბევრ ადამიანს გამოვკითხე აზრი კარგ სალონსა და სტილისტზე. რამდენიმე ფაქტორი იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი ის, რომ სტილისტი ყოფილიყო გამოცდილი და ხარისხიანი პროდუქციით ემუშავა. ამ პრინციპით მოვედი ედოსთან. ეს ჩემი პირველი შეღებვაა და მიხარია, რომ ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. მოდურიც არის ეს ფერი და თან ძალიან ლამაზია. როგორც ამიხსნეს, თუ კარგად მოვუვლი, დიდი ხანიც შემინარჩუნდება,“ – აღნიშნავს თამთა.


დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here