ვარსკვლავები, რომლებიც პირადი ჰიგიენის საშუალებებს არ იყენებენ

0
1710

როცა ცნობილი და მდიდარი ადამიანი ხარ, წესით, ჰიგიენური პროდუქტების, როგორებიცაა საპონი, შამპუნი, დეზოდორანტი და ა.შ. გამოყენების პრობლემა არ უნდა გქონდეს. ხომ გვეთანხმებით? ვარსკვლავს ისიც უპრობლემოდ შეუძლია, პროფესიონალების მთელი გუნდი დაიქირავოს მის პირად ჰიგიენაზე ზრუნვის მიზნით და ბევრი ასეც იქცევა. მაგრამ, ჩვენდა გასაკვირად, არსებობენ სელებრითები, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ჰიგიენურ საშუალებებთან “არ მეგობრობენ”. დაიჯერებთ, რომ გვინეთ პელტროუს მშვენიერ სხეულს უსიამოვნო სუნი ასდის? ან იმას თუ წარმოიდგენდით, რომ ჯენიფერ ენისტონი – უდავოდ ერთ-ერთი უპოპულარულესი ტელევარსკვლავი – ჰიგიენის ელემენტარულ ნორმებთან მწყრალადაა?

დღეს სწორედ ასეთ მსახიობებს წარმოგიდგენთ და უმაღლესი კლასის ამ ვარსკვლავებს ახლებური, დაუჯერებელი კუთხით გაგაცნობთ. ერთად დავადგინოთ, რატომ და რის გამო არ ცნობენ ისინი პირადი ჰიგიენის საშუალებებს.

გვინეთ პელტროუ

2013 წელს გვინეთმა დაიფიცა, რომ Met Gala-ს დაჯილდოებაზე აღარასდროს მივიდოდა. ოსკარის იმ წლის გამარჯვებულმა განაცხადა, რომ სცენაზე ძალიან ცხელოდა და ოფლისგან გაიღვარა. სინამდვილეში კი გაცილებით მძიმედ ეს მომენტი გვინეთის გარშემო მყოფმა სელებრითებმა გადაიტანეს. “საბრალო გვინეთი… უნაკლოდ გამოიყურებოდ, მაგრამ დიდი განათებები საშინლად აცხუნებდა, რის გამოც მას უსიამოვნო სუნი აუვიდა…” – განუცხადა საღამოს დამსწრემ National Enquirer-ს. “სავარაუდოდ, ამის შესახებ თვითონაც არ იცოდა, მე კი ვხედავდი, როგორ ინიავებდნენ ხელს ცხვირთან მის უკან მდგარი ადამიანები”.

მსახიობის მეგობარმა მის ნაცვლად ბოდიში მოიხადა დისკომფორტისთვის და განმარტა: “გვინეთმა იცის, რომ ალუმინი კარცენოგენია, ამიტომ მის შემცველ დეოდორანტებს არ ხმარობს, რადგან მგრძობიარე იღლიიდან შეიძლება მკერდის სიმსივნეც განვითარდეს. იგი სხვა მასალით დამზადებულ დეზოდორანტებს ცდის. ისე კი, ურჩევნია, ოფლის სუნი ჰქონდეს, ვიდრე მოკვდეს.” (აღსანიშნავია, რომ ამერიკის კიბოს საზოგადოება პელტროუს არ ეთანხმება).

რასელ ქროუ

რასელ ქროუს სხეულის სურნელიც, მისი ხასიათის მსგავსად, მძაფრია. ჯოან რივერსის განცხადებით, მას ეს პრობლემა დიდი ხანია აქვს. ფილმ Cinderella Man-ზე მუშაობისას მისმა კინოპარტნიორმა რენე ზელვეგერმა ინტიმური სცენების გადაღებისას დუბლიორი მოითხოვა.

მსახიობის ერთ-ერთი მეგობარი აცხადებს, რომ რასელი “უბრალოდ ჩვეულებრივი მამაკაცია და სულაც არ აქვს ჰიგიენის პრობლემა. უბრალოდ მას ალკოჰოლისა და საჭმლის სუნი ასდის.”

მეთიუ მაკკონაჰი

მსახიობმა People-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 20 წელია, დეზოდორანტი არ გამოუყენებია. “არ მომწონს, როცა რაღაცის ან ვიღაცის მსგავსი სუნი აგდის. თუ ვინმეს ჩემი სუნი შეაწუხებს, შხაპს მივიღებ.”– თქვა მან.

არადა, მის “სურნელს” მართლაც შეუწუხებია ადამიანები. მაგალითად, პარტნიორი ფილმიდან His How to Lose a Guy in 10 Days ქეით ჰადსონი. “მას მინერალური მარილი მოქონდა, რომელიც ბუნებრივ დეზოდორანტას წარმოადგენს, და მთხოვდა, იხმარეო”, – ხუმრობით იხსენებს მსახიობი.

ჯულია რობერტსი

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსოფლიოს ფავორიტი ვარსკვლავი არცთუ სასიამოვნო სურნელით გამოირჩევა. ჯულია ნამდვილი ჰიპია და უარს ამბობს დეზოდორანტებისა და სხვა ჰიგიენურ საშუალებებზე. მათ შორის, საპონზეც. გარემოს და რესურსების გაფრთხილების მიზეზით მასშეუძლია რამდენიმე დღე არ დაიბანოს. სამაგიეროდ, უყვარს ბუნებრივი ეთერზეთები. გარდა ამისა, ჯულია, იმის გამო, რომ ძალიან მშრალი თმა აქვს, თავსაც იშვიათად იბანს.

შია ლაბაფი

მსახიობმა საბრძოლო ფილმ Fury-ზე მუშაობისას მეორე მსოფლიო ომის ჯარისკაცის როლში შესასვლელად კბილები დაიძრო და კვირების განმავლობაში უარი თქვა შხაპზე, თუმცა ამის გაკეთება ალბათ არ გაუჭირდა. მისი კოლეგები დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ შია “საკმაოდ ბინძურია”.

კამერონ დიაზი

ანტიპერსპირანტი ასევე პრობლემაა მშვენიერი კამერონ დიაზისთვისაც. “არ მჯერა ანტიპერსპირანტების უვნებლობის. ისინი ჩვენთვის ცუდია და ოცი წელია მათ არ ვიყენებ. მაშინ ყარხარ, როცა ანტიპერსპირანტს იყენებ – ჭუჭყის სუნს ის უფრო აძლიერებს. იღლიაში თმას თუ მოიშორებ, ის სუნს აღარ შეინარჩუნებს”, – გვირჩევს მსახიობი.

ჯონი დეპი და ვანესა პარადი

ყოფილ მეუღლეებს ერთმანეთთან მართლაც ბევრი საერთო ჰქონიათ – ჯონიც და ვანესაც დაბანასთან მწყრალად არიან. ჯონი იშვიათად იღებს შხაპს, შესაბამისად, ყოველთვის ასდის სპეციფიკური სუნი. რაც შეეხება ვანესას, დიდად განსხვავებული არც ისაა. მოკლედ, პირად ჰიგიენაზე მათ ერთნაირი წარმოდგენა ჰქონიათ. სამწუხაროა, რომ დაშორდნენ…

მეგან ფოქსი

მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში გულახდილად აღიარა, რომ ძალიან გულმავიწყია და ამის გამო საკმაოდ უხერხულ (და უხერხული სუნის მქონე) სიტუაციაში ხშირად ჩავარდნილა. კერძოდ, მას ტუალეტში ყოფნის შემდეგ წყლის ჩარეცხვა ავიწყდება. გულმავიწყობაა თუ არაჰიგიენურობა?

რობერტ პატინსონი

დღესდღეობით რობერტ პატინსონი უფრო სუფთად გამოიყურება, ვიდრე ბინდის საგისპოპულარობის ზენიტში, როცა ყველა დაუფარავად ამბობდა, რომ ის უბრალოდ ყარდა. როგორც სანდო წყარომ განაცხადა, მსახიობს შეეძლო ექვსი კვირის განმავლობაში არ ებანავა. როცა ამის შესახებ ჰკითხეს, რობერტმა უპასუხა: “შეიძლება, არ ვიცი. ვერ ვხვდები, რა მნიშვნელობა აქვს, თავი დაბანილი მექნება თუ არა, მაშინ როცა საერთოდ არ მაინტერესებს ეს… მე სახლსაც არ ვალაგებ, რადგან ესეც ფეხებზე მკიდია. ბინა დასაძინებლად მაქვს და თმა იმისთვის, რომ უბრალოდ თავზე მქონდეს. არ მანაღვლებს, სუფთაა ის თუ არა.”

სამაგიეროდ, რობერტის კოლეგებს აცოფებდათ მსახიობის ასეთი უცნაური დამოკიდებულება ჰიგიენის მიმართ. გადასაღებ მოედანზე ამის გამო მას ვერავინ იტანდა.

კრისტენ სტიუარტი

მშვენიერ კრისტენ სტიუარტს ბანაობა ისევე უყვარს, როგორც მის ყოფილ შეყვარებულ რობერტ პატინსონს. შეიძლება სწორედ ამიტომაც გაუგეს მათ ერთმანეთს. კრისტენიც იშვიათად იბანს თმას, დღეში ერთხელ იხეხავს კბილებს და თითქმის არ ხმარობს სუნამოს. უარესს გეტყვით: ჟურნალ Stylist-თან ინტერვიუში კრისტენმა განაცხადა, რომ რობერტს მისი იღლიების ლოკვა მოსწონს, ამიტომ სულაც არ უნდა, თავისი სხეულის სუნი წყლით ჩამოირეცხოს.”

მსახიობმა ასევე აღიარა, რომ დროდადრო საკუთარი სუნი თავადაც აწუხებს, განსაკუთრებით, როცა ნერვიულობის ოფლი ასხამს.

ზაკ ეფრონი

მიუხედავად სიმპათიური გარეგნობისა, ზაკ ეფრონი სასიამოვნო სურნელით არ გამოირჩევა. ცნობილია, რომ ის შხაპთან არ მეგობრობს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თამაშობს კალათბურთს. რამდენიმე დღის განმავლობაში ის შხაპს არ იღებს და თამაშის შემდეგ მხოლოდ სველი ხელსახოცებით იწმენდს ტანს.

ლეონარდო დიკაპრიო

ოსკაროსანი ლეონარდო დიკაპრიო იმდენად ჩართულია გარემოს დაცვაში, რომ წყლის რესურსების დაზოგვის მიზნით შხაპის ხშირად მიღებაზე უარს ამბობს. იგი მხოლოდ კვირაში ორჯერ, შენახული წყლის მარაგით იღებს შხაპს, ასევე არ ხმარობს დეზოდორანტს, რადგან  “არაბუნებრივად” თვლის. ამბობენ, რომ ის ხშირად ნაგავსაც არ ყრის, ამიტომ მის სახლში სასიამოვნო სუნი ნამდვილად არ დგას.

ჯენიფერ ენისტონი

ნენსი ბელბირერი, რომელიც ნიუ-იორკში ახლად გადმოსული ჯენიფერ ენისტონთან ერთად ქირაობდა ბინას, ყვება, რომ ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავის გვერდით ცხოვრება საკმაოდ უხერხული გამოცდილება იყო. მაგალითად, ჯენიფერი საერთო დივანზე იკეთებდა ბიკინის ბიოეპილაციას და თავის ბიუსტჰალტერს სუპერმარკეტიდან წამოღებული ქათმის კატლეტებით ივსებდა; თუმცა მსახიობის წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო.

ბრედ პიტი

ბრედ პიტის მეწყვილემ ფილმში უსახელო ნაბიჭვრები ელი როთმა ჟურნალ People-ს განუცხადა, რომ ბრედს ხშირად შხაპის მიღების დრო არ აქვს, ამიტომ რჩევებსაც კი იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ გაძლო დაუბანლად. “ბრედმა მირჩია, როცა შხაპისთვის დრო არ გრჩება, უბრალოდ აიღე ბავშვის სველი ხელსახოცი და იღლიები გაიწმინდეო” – აღნიშნა როთმა.”მე ექვსი შვილი მყავს და ჩვილის ხელსახოცებთან ახლო შეხება მაქვს. მთელი დღე გადარბენაზე ვარ და შხაპისთვის დრო არ მრჩებაო, მითხრა ბრედმა”, – დასძინა მსახიობმა.

ბრედლი კუპერი

ბრედლი კუპერმა წინასწარ ბოდიში მოიხადა შესაძლო უსიამოვნო სუნისთვის, რომელიც მის მიერ დეზოდორანტის აღკვეთას მოჰყვებოდა, თუმცა ისიც დააყოლა, რომ ამის კომპენსაციას სხვა, ბუნებრივი საშუალებებით ცდილობს. “დეზოდორანტის გამოყენებაზე უარი ვთქვი, აღარც ისეთი სიხშირით ვბანაობ, დაახლოებით სამ დღეში ერთხელ”, – განაცხადა ვარსკვლავმა. ამ შემთხვევაში არაფერი გვეთქმის, ბრედლი რაღაცას მაინც ცდილობს…

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here