“ვარ “ოცნების”, ივანიშვილის მხარდამჭერი და დარწმუნებული ვარ, იქიდან გამოსულიც ამ პოზიციაზე დავრჩები” – ნინი ქარსელაძე მაღრაძის შეკრებას ესწრება

0
2208

მოძრაობა დაიცავი საქართველოს შეკრებას ქართული ოცნების ღია მხარდამჭერები ესწრებიან. 

შეხვედრაზე მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები არიან.

მომღერალი ნინი ქარსელაძის თქმით, სურს მოისმინოს, რა პოზიცია აქვთ შეკრების ორგანიზატორებს და მის კითხვებზე პასუხის გაცემას ელის.

„საქართველოს არავისგან არ ვიცავ, მე ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანას დაცვა არ სჭირდება 2012 წლის შემდეგ ვინმესგან და განსაკუთრებით ეს მმართველ გუნდს ეხება. მე მოვედი, რომ მოვისმინო ადამიანების აზრი, რომლებსაც წლებია, ვიცნობ. ბევრ მათგანს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მინდა, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდე იმაში, რომ მე სწორ პოზიციაზე ვარ. მე ვარ ქართული ოცნების, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი და დარწმუნებული ვარ, რომ იქიდან გამოსულიც ამ პოზიციაზე დავრჩები. ბევრი კითხვა მაქვს და იქნებ ამ კითხვებზეც პასუხი მივიღო, რატომ მოხდა მათი ამ პოზიციებზე გადასვლა,“ – განაცხადა ნინი ქარსელაძემ.

შევედრას ასევე ესწრება მომღერალი მარიკა თხელიძე. მისი თქმით, აცნობიერებს, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, თუმცა, ის მაინც ქართული ოცნების მხარდამჭერია. 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here