უცნაური სახლები დანიაში, ლესოზე (6 ფოტო)

0
1012

როგორ ფიქრობთ, რისგანაა აშენებული ეს უცნაური სახლები?

პატარა სოფელში კუნძულ ლესოზე, რომელიც დანიას მიეკუთვნება, შემორჩენილია სახლები, რომლებიც ასეულობით წელს ითვლის.

მათი კედლები და სახურევები წყალმცენარეებისაგანაა შექმნილი.

ზღვის წყალმცენარეებისგან შექმნილი სახლები ჩრდილოეთ იუტლანდიის შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს.

შუა საუკუნეებში კუნძულზე მარილს მოიპოვებდნენ, ამიტომაც აქ იყო გაკეთებული ბევრი მარილის ღუმელი. რადგან საწვავად შეშას იყენებდნენ და რამდენიმე ხანში კუნძულზე ერთი ხეც კი აღარ დარჩა, მოსახლეობა იძულებული გახდა სახლები წყალმცენარეებისაგან აეშენებინათ.

ვინაიდან ეს წყალმცენარეები გაჟღენთილი იყო მარილით, სახლები ლპობას არ დაექვემდებარა და მე-17 საუკუნიდან თითქმის არც კი შეცვლილა.

წყარო billionnews.ru

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here