გენიალური “შიზოფრენიკები”, რომლებმაც შეცვალეს სამყარო

0
1236

სტატისტიკის მიხედვით ითვლება, რომ ყოველი ათასი ადამიანიდან ხუთი მაინც შიზოფრენიითაა დაავადებული. ეს დაავადება ქალებსა და მამაკაცებზს შორის თითქმის ერთნაირი პროცენტული თანაფარდობით გვხვდება. შიზოფრენიის პირველი სიმპტომების აღწერა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეჩვიდმეტე საუკუნიდან გვხვდება ეგრეთწოდებულ “გულების წიგნში”, რომელიც ებერსის უძველესი ეგვიპტური პაპირუსის ნაწილია. 

ამ სტატიაში მოგითხრობთ, თუ რომელი ცნობილი ადამიანები იყვნენ შიზოფრენიით დაავადებული და რა გავლენა მოახდინა ამან მათ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

ფილიპ კ. დიკი

ცნობილია, რომ შიზოფრენიის შედარებით მსუბუქი ფორმა ჰქონდა ცნობილ ამერიკელ მწერალს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ფილიპ კინდრედ დიკის.
„ალტერნატიული ისტორიული“ რომანი „კაცი მაღალ კოშკში“, მისი ერთადერთი რომანია, რომლისთვისაც მას ჰიუგოს პრემია გადაეცა და რომლის მიხედვითაც 2015 წელს “ამაზონ პრაიმმა” სატელევიზიო შოუ შექმნა. ხოლო მისი რომანის მიხედვით “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხოვრებაზე?”, რომელიც 1968 წელს გამოიცა რიდლი სკოტმა საკულტო სამეცნიერო ფილმი “სამართებელზე მორბენალი” გადაიღო. საერთო ჯამში მას გამოცემული აქვს 44 რომანი და 121 მოთხრობა. ზოგიერთები თვლიან, რომ სწორედ ავადმყოფობამ შეუწყო ხელი მას შეექმნა სიუჟეტები ფანტასტიკის ჟანრში.

ვინსენტ ვან გოგი

ითვლება, რომ თავისი პოსტიმპრესიონისტული ნამუშევრების უმრავლესობა ცნობილმა ნიდერლანდელმა მხატვარმა სწორედ შიზოფრენიული შეტევების პერიოდში შექმნა, როდესაც მას შეეძლო შეექმნა რამდენიმე ტილო დღეში და არ სძინებოდა ოცდაოთხი საათი.

ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე

მკვლევართა აზრით, XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი დაავადებული იყო შიზოფრენიის იშვიათი ფორმით, რომელსაც – “ბირთვული მოზაიკური შიზოფრენა” ეწოდება. ამ დაავადების ყველაზე ცნობილი სიმპტომია განდიდების მანია. სავარაუდოდ, სწორედ შოზოფრენია გახდა ის იმპულსი, რამაც ნიცშე ზეკაცის იდეამდე მიიყვანა.

ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლი

გოგოლის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარები თვლიან, რომ ის შიზოფრენიით იტანჯებოდა, რასაც ემატებოდა ფსიქოზის პერიოდული შემოტევები და კლაუსტროფობია. მას ხშირად აწუხებდა სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციური შემოტევებიც, რომელთა საფუძველზე შეიქმნა მისი ნაწარმოებების ზოგიერთი პერსონაჟის სახე. გადაჭარბებულ აღმაფრენასა და აქტიურობას დროდადრო აპათია და დეპრესია ცვლიდა. მწერალი ამბობდა, რომ მისი შინაგანი ორგანოები “ამოყირავებული” იყო.

ისააკ ნიუტონი

მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ისააკ ნიუტონიც შიზოფრენიით და ბიპოლარული აშლილობით იტანჯებოდა. ის გენიალური მათემატიკოსი და ფიზიკოსი იყო, მაგრამ ხასიათის სწრაფი ცვლილების გამო, მასთან საერთო ენის გამონახვა და მისი გაგება საკმაოდ რთულდებოდა.

მაია მიაკილა

მაია მიაკილა შვედი მხატვარია, რომელსაც ასევე საშინელი დიაგნოზი – შიზოფრენია ერგო წილად. მიაკილა თანამედროვების ყველაზე პროვოკაციულ მხატვრად ითვლება და მისი სურათები მნახველში შიშის ძრწოლას იწვევს. მიაკილა ამჟამად პატარა ქალაქ ნორკპინგში ცხოვრობს. მხატვრის შემოქმედებას ხშირად იკვლევენ მკურნალი ექიმები, რათა მისი სიუჟეტები დაიხმარონ მკურნალობის სწორად წარმართვაში.

ჯონ ნეში

ჯონ ფორბს ნეში-ცნობილი ამერიკელი მათემატიკოსი იყო. ის თამაშების თეორიის სფეროსა და დიფერენციალურ გეომეტრიაში მუშაობდა. 1994 წელს ნეშს ნობელის პრემია მიანიჭეს. საზოგადოებისათვის მეცნიერი ცნობილი გახდა ფილმის ”გონების თამაშების” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, რომელიც ნეშის ცხოვრების მიხედვითაა გადაღებული. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ნეში შეეგუა თავის ავადმყოფობას და ცდილობდა ყურადღება არ გაემახვილებინა გამოვლინებებზე, რითაც ექიმებს დაეხმარა შედეგიანად წარემართათ მისი მკურნალობა. ის გარდაიცვალა 2015 წელს ავტოკატასტროფაში.


ბეტი პეიჯი

ამერიკელი ფოტომოდელი ბეტი პეიჯი გასული საუკუნის 50-იანი წლების სექს-სიმბოლოდ ითვლებოდა. ის გადაღებული იყო ეროტიკული ჟანრის ფილმებში. 1979 წელს, მას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – ” პარანოიდალური შიზოფრენია”. ყოფილი მოდელი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მკურნალობდა.

წყაროhttp://interesno.cc

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here