რატომ ცხოვრობდა ქვრივი ქალბატონი ერთი წელი მიცვალებულ მეუღლესთან ერთად

0
801

ლუიზიანას შტატში ქალმა თითქმის ერთი წელი მკვდარ მეუღლესთან ერთ ჭერქვეშ გაატარა. მისი თქმით, ასეთი იყო მეუღლის უკანასკნელი თხოვნა, რომელიც მან პირნათლად შეასრულა.

ქალაქ ლაფაიეტის პოლიცია შოკირებული აღმოჩნდა, როდესაც აღმოაჩინა რომ 54 წლის ილა სოლომონი სახლში თავისი მეუღლის ჯერალდ ჰავანის ცხედართან ერთად ცხოვრობდა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ჯერალდი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როდესაც პოლიციელებმა ილას გარდაცვალების ფაქტის დამალვასთან დაკავშირებით ბრალდება წაუყენეს, ატირებულმა ქალმა ქმრის უცნაური თხოვნა გაამხილა და თქვა, რომ მეუღლის სურვილი იყო მისი სხეული ჩიტებს შეეჭამათ, რითაც ის სიცოცხლის ციკლის ნაწილი გახდებოდა და მის მეუღლეს იმდენი დამსახურება კი ჰქონდა ქვეყნის წინაშე, რომ ისე გარდაცვლილიყო, როგორც მას სურდა.

ილა სოლომონს გეგმაც ჰქონდა :”მე ვფიქრობდი რომ გამეკეთებინა მისი გარეთ გარდაცვალების ორგანიზება, ეს შესაძლებელს გახდიდა ჩიტების მიერ სხეულის შეჭმას, მაგრამ რადგან ჩემი ქმარი აქ (სახლში) გარდაიცვალა, მე იძულებული გავხდი კარი გამეღო და ჩიტებს დავლოდებოდი.”

დეპარტამენტის თანამშრომლებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ ის ფაქტი, რომ ცხრა თვის განმავლობაში, ქალბატონი მეუღლის კუთვნილ პენსიას იღებდა. კანონის თანახმად ის ვალდებულია თანხა სრულად აუნაზღაუროს სახელმწიფოს.

წყაროhttp://mir-facts.pp.ua

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here