ნოტრ-დამს ახალი საფრთხე ემუქრება

0
1836

ხანძრის შემდეგ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კიდევ უფრო მასშტაბური დაზიანების საფრთხე არსებობს.

საფრანგეთის დედაქალაქში საღამოს ძლიერი წვიმასა და ჭექა-ქუხილს ელიან, რაც ტაძარს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს.

ტაძრის საცავი, რომელიც ხანძრის დროს ნაწილობრივ ჩამოინგრა, სახანძრო ოპერაციის გამო ისედაც დატბორილია. არქიტექტორები შიშობენ, რომ ძლიერმა წვიმამ იგი შესაძლოა მთლიანად ჩამოანგრიოს.

დამატებითი ნგრევის თავიდან აცილების მიზნით, არქიტექტორები ტაძრის გადაფარვას ცდილობენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი კოშკურა განადგურდა. ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს – ფარდულს და ორ მთავარ კოშკს.

ნოტრ-დამის აღსადგენად, ბოლო მონაცემებით, $1 მილიარდ აშშ დოლარამდე თანხა შეგროვდა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here