ნიგერიის მოქალაქეები საქართველოში გაუპატიურებისთვის გაასამართლეს

0
1310

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის ბრალდებულები, ნიგერიის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად თითოეულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 3 მაისს ნიგერიის მოქალაქე ჯ.ე.-მ თბილისში ინდოეთის მოქალაქე ს.ს. მოტყუებით მიიყვანა მეგობრის – ასევე ნიგერიის მოქალაქის უ.გ.-ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც ორივე პირმა ძალადობითა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით დაზარალებული გააუპატიურეს.

პოლიციამ ნიგერიის მოქალაქეები მეორე დღეს თბილისში დააკავა. ჩადენილი დანაშაულისთვის მათ 10-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here